x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვერ ვსუნთქავდი, ყელი მტკიოდა... გიორგი საოცრად დამეხმარა" - როგორ უმკურნალა გაბუნიამ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტს
image

21 წლის არის, დაიბადა თელავში. 5 წლიდან ცეკვავდა, მათ შორის თელავის სახელმწიფო ანსამბლში, 15 წლის ასაკში საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, ქორეოგრაფიულ კოლეჯში ჩააბარა, თუმცა მერე ცეკვა ვეღარ გააგრძელა, რადგან ტრავმამ შეაწუხა, თან, ჯარში გაიწვიეს. "აქტიური ბავშვი ვიყავი, ვცეკვავდი, სალამურზე, ფანდურზე, დოლზე ვუკრავდი, მედოლეების ჯგუფიც გვქონდა. 5 ბიჭი ვუკრავდით, ნომრებს ვასრულებდით, გასტროლზეც ვყოფილვართ. 8 კლასის ჩათვლით კარგი მოსწავლე ვიყავი, მერე ჩემი დატვირთულობის გამო, მასალას ჩამოვრჩი, ატესტატი ექსტერნად ავიღე", - გვეუბნება გოგა გიორგელაშვილი, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელი ცეკვას დაუთმო, ბავშვობიდან სიმღერაც უყვარდა.

- ინსტრუმენტებზე სულ ვუკრავდი, სმენა მქონდა და სიმღერაც მიყვრდა, მაგრამ ჩემთან ვოკალის პედაგოგს არასდროს უმუშავია. უბრალოდ, ჩემით, მეგობრებთან, ძმაკაცებთან, დაბადების დღეებზე დავიჭერდი ჩემს გიტარას, ვუკრავდი და ვმღეროდი.

- ე.ი. თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავ. წარსულში ცეკვავდი - სწავლის გაგრძელებას სად აპირებ?

- მინდა, ილიას უნივერსიტეტში ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩავაბარო, უკვე დარეგისტრირებული ვარ."მხოლოდ ქართულში" არ ვაპირებდი მონაწილეობას, მაგრამ თბილსის კასტინგი ხომ ბოლოს იყო და იქ გასვლა სამი დღით ადრე მოვიფიქრე. მანამდე სასწავლებელში რომ დავრეგისტრირდი, ჩასაბარებლად აქტიურად ვემზადებდი, ვსწავლობდი, ვკითხულობდი, მოკლედ, საგამოცდოდ ვემზადებოდი. ახლა სიტუაცია შეიცვალა, კონკურსში ისეთი სტრესი მაქვს და ისე ინტენსიურად ვმუშაობ, რომ საგნებისთვის ვერ ვიცლი, პროექტზე მთლიანად ვარ გადართული. სანამ შოუში ვიქნები, მინდა, კარგად გამოვიდე. თან, აქ ხომ დიდ გამოცდილებას ვიღებ, ვსწავლობ პედაგოგებთან, მაღალი დონის მუსიკოსები და სპეციალისტები არიან.

image

- ჟიურიზე რას გვეტყვი - მისი რომელი წევრის შეფასებებზე ბრაზდები?

- მართლა არ არის ასე. ყველა მიყვარს და პატივს ვცემ, კეთილად ვარ განწყობილი ჟიურის მიმართ, განსაკუთრებით, გიორგი გაბუნიას მიმართ. ერთი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი, გავცივდი, ავად გავხდი, ვერ ვსუნთქავდი, ყელი მტკიოდა. გიორგი საოცრად დამეხმარა, მაშინვე ექიმს დაურეკა, უთხრა, რომ კონკურსანტი ავად არის, რა ვქნათ, როგორ დავეხმაროთო. ექიმმა ურჩია, თუ რა წამლები უნდა მიმეღო. გიორგი წავიდა და წამლები მომიტანა. ძალიან მაგარი ადამიანია, მარტო ჩემ მიმართ არ არის ასე, აბსოლუტურად ყველა მონაწილეს მზრუნველობს, გვერდში უდგას.

- თვითონ კონკურსანტებზე რას იტყვი - ვიცი, რომ მეგობრობთ. ახლა ამდენ ბიჭს ერთი სოფო ბათილაშვილი გყავთ, რადგანაც სხვა გოგონებმა კონკურსი დატოვეს.

- კი, ძალიან მეგობრულად ვართ და როცა ვინმე თამაშს ტოვებს და კონკურსს ეთიშება, განვიცდით. იმაზე უფრო ვნერვიულობთ, რომ რეპეტიციაზე ერთად არ ვიქნებით. მართლა ვერ ვგრძნობთ, რომ კონკურსში ვართ. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, ისე ვართ ერთმანეთთან.

- აქამდე ქართულ სიმღერებს მღეროდი?

- უცხოურს ვმღეროდი. მაშინ პროექტებში უცხოური სიმღერები ისმოდა სულ. მეც მინდოდა "X ფაქტორში" გასვლა და უცხოური სიმღერების შესრულება დავიწყე, მაგრამ ახლა ამ პროექტში მოხვედრის შემდეგ, ქართულ სიმღერებზე ვგიჟდები. გოგი დოლიძის სიმღერა ავიღოთ - ადრეც მომწონდა "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", მაგრამ ახლა სხვანაირად შემიყვარდა. "პაწაწინა სამოთხე" ღრმა ბავშვობაში მქონდა მოსმენილი და იმის მერე ერთ-ერთ ტურზე ვიმღერე. უსაყვარლეს სიმღერად ვთვლი, შემიყვარდა.

image

- ალბათ გულშემატკივრები, თაყვანისმცემლები გწერენ და ცხადია, მათ შორის, ბევრი გოგოა.

- კი, ასეა და ჩემს გულშემატკივარს უღრმეს მადლობას გადავუხდი, მეხუთე "ლაივია" პროექტის ნახევარი გადალახულია და ისეთი გახარებული ვარ, ხალხი ასე გვერდში რომ მიდგას. ყველას უღრმესი მადლობა მინდა, გადავუხადო. რომ შემეძლოს, პირადად გადავუხდიდი მადლობას, ხელსაც ჩამოვართმევდი. მადლობა იმასთან არაფერია, რასაც ისინი აკეთებენ. ამასთან, რასაც მწერენ, ის ცალკე თემაა, დიდ სითბოს გამოხატავენ. ემოციური მესიჯებია.

* * *

გოგა ამბობს, რომ ამპარტავანი ადამიანები აღიზიანებს, საკუთარ თავზე ლაპარაკიც დიდად არ სიამოვნებს, - მეუხერხულება, ადამიანში უბრალოებას ვაფასებ და ამ ინტერვიუშიც ჩემს შესახებ ამდენს რომ ვლაპარაკობ, ესეც არ მომწონსო...

1
132
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
132
  
2018, 27 მაისი, 13:53
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1