x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საჩუქარი, რომელიც უნდა ინახებოდეს თითოეული ქართველის ოჯახში

image

26 მაისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვაი თარიღია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი და წელს ამ მნიშვნელოვანი თარიღის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია არაერთი საინტერესო ღონისძიება და როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი აქტიურად ცდილობს ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახადოს მთელი ქვეყნისთვის.

ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წამოწყების ავტორი კი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსია“. 26 მაისს „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში მისულ მკითხველს კომპანია საჩუქრად დაახვედრებს პოსტერს, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ხოლო პოსტერის მეორე მხარეს განთავსებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების ფოტო, რომელიც 1919 წელს არის გადაღებული.

„ 26 მაისი საქართველოს ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც სრულიად ახალი ეტაპი იწყება ჩვენი ქვეყნისთვის: დამოუკიდებლობის და თავისუფლების ეტაპი. ეს ორი პრინციპი კი დღეს ჩვენთვის უმთავრეს ღირებულებებად არის ქცეული. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის სათანადოდ მილოცვა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვფიქრობთ, ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიისთვის ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომაც შევარჩიეთ სიმბოლური და ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი - საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც ხელი სწორედ 1918 წელს მოეწერა. ეს არის საჩუქარი, რომელიც უნდა ინახებოდეს თითოეული ქართველის ოჯახში, რომლის შესახებაც ინფორმაციასაც ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა ფლობდეს და ვფიქრობთ, ამაში წვლილის შეტანას ამ სიმბოლური საჩუქრით ჩვენც შევძლებთ. 2018 წელი „ბიბლუსისთვის“, როგორც კომპანიისთვისაც, მნიშვნელოვანი წელია, რადგან ჩვენ 10 წლის გავხდით და შესაბამისად, გვაქვს ორმაგი პასუხისმგებლობა ჩვენი ერთგული მკითხველების წინაში. „ბიბლუსი“ ულოცავს სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას, „ბიბლუსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თიკო ფეიქრიშვილმა.

image


გარდა ამ მეტად საინტერესო საჩუქრისა, კომპანია კონკრეტულ წიგნებზე სპეციალურ -30%-მდე ფასდაკლებასაც სთავაზობს ერთგულ მკითხველს, რომლით სარგებლობაც ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. „ბიბლუსის“ მაღაზიებში 26 მაისის აღსანიშნავად სპეციალურად გაფორმებული კუთხებიიც დაგხვდებათ თემატური წიგნებითა და აქსესუარებით.

image

0
12
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0