x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შეგიძლიათ გაიაროთ ეფბიაის აგენტის სპეციალური ტესტი?!
* შეგიძლიათ გაიაროთ ეფბიაის აგენტის სპეციალური ტესტი?! *
“FBI''-ს სპეციალური აგენტობა ერთ-ერთი უმძიმესი სამუშაოა. სტატისტიკის მიხედვით, განმცხადებელთა 5 პროცენტზე ნაკლებია მიღებული. რიგ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია კანდიდატს, თუ მას აქვს ბუნებრივი პოტენციალი, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევები. იქნებ თქვენ ხართ ერთ-ერთი მათგანი, ვინც გამოცდას ჩააბარებდა?
იხილეთ 3 ქეისი და შეეცადეთ ამოხსნათ ისინი.image1. ვინ არის დედა?
imageეს არის პირველი გამოცდა. შეხედეთ სურათს.
ოთახში ორი ქალია, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ სხედან, ხოლო პატარა ბიჭი იატაკზე თამაშობს. შეისწავლეთ გამოსახულება კარგად.
კითხვა: თქვენი აზრით რეალურად, რომელია ბავშვის დედა?

imageპასუხი: ბავშვის დედა არის მარცხენა ქალი. ის ზის ისე, რომ მისი ფეხები მიმართულია ბავშვის მიმართ.
* ეს პოზიცია ასახავს დედის ბუნებრივ სურვილს, დაიცვას თავისი შვილი.
* მარცხნივ მჯდომი ქალის პოზიცია დამცველობითია, ოდნავ წინ მიიწევს.
* ბუნებრივია, პატარა ბავშვები ამჯობინებენ თავიანთი დედის პირისპირ ყოფნას, როდესაც თამაშობენ ან რაღაც აქტივობას ასრულებენ.

2. ორი აბიimageსერიული მკვლელი იტაცებს ადამიანებს და აიძულებს მათ ორი აბიდან, ერთ-ერთის დალევას, რომელთაგან ერთი უვნებელია, ხოლო მეორე შხამიანი. ერთს ირჩევს მსხვერპლი, ხოლო დარჩენილ მეორე აბს სერიული მკვლელი. ყოველთვის, მსხვერპლი იღუპება და სერიული მკვლელი ცოცხალი რჩება.
კითხვა: როგორ იღებს ყველა ჯერზე მკვლელი უვნებელ აბს?

image
პასუხი: ორივე აბი იყო უვნებელი. შხამი კი მსხვერპლის წყლის ჭიქაში ესხა.
3. კასეტაimageწარმოიდგინეთ სცენა. მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, მას ხელში პისტოლეტი აქვს და მის გვერდით დევს კასეტის ჩამწერი. დეტექტივმა დააჭირა ჩართვის ღილაკს და მოისმინა ჩანაწერი, რომელიც ამბობდა: "მე ვარ დაღლილი ამ ცხოვრებით და გადავწყვიტე შევაჩერო ჩემი ტკივილი და ტანჯვა" და შემდეგ გასროლის ხმა. რატომღაც დეტექტივს არ სჯერა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.
კითხვა: რატომ ფიქრობს დეტექტივი, რომ ეს იყო მკვლელობა?imageპასუხი: თუკი კაცმა თავი მოიკლა, როგორ შეძლო მან, რომ გასროლის შემდეგ ჩაწერა შეეწყვიტა?



როგორია თქვენი შედეგი? გაგვიზიარეთ კომენტარებში! image

0
318
5-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0