x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დაუმთავრებელი გვირაბი, რომელშიც ადამიანები იკარგებიან

image


მისი მოძებნა სულ მარტივად შეიძლება. ის სამხრეთ კალიფორნიაში (აშშ), მოჰავეს უდაბნოში მდებარეობს. უდაბნოს სახელი, იქ მცხოვრები ინდიელების ტომის სახელიდან მომდინარეობს და უდაბნოში გვირაბის არსებობის შესახებ, ყველა ადგილობრივმა იცის. თუ იქ ჩახვალთ და გვირაბში შესვლის სურვილი გექნებათ, არავინ დაგზარდებათ და იქამდე მიგაცილებენ კიდეც. გვირაბის სიგრძე, დაახლოებით, 2 კმ-ია და ის არაერთ საიდუმლოს მალავს. საკმარისია, თუნდაც, მისი შექმნის ისტორიით დავიწყოთ:

გვირაბის თხრა ვინმე უილიამ გენრი შმიდტმა დაიწყო. მამაკაცი, წლები მანძილზე, ყოველ ცისმარე დღეს, თხრიდა გვირაბს, რომელიც რეალურად არავის სჭირდებოდა. თავად უილიამი, რომელიც დაუღალავად მუშაობდა მიწისქვეშა გასასვლელის შექმნაზე, როდესაც ეკითხებოდნენ, თუ რას აკეთებდა, მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობდა – ეს უმოკლესი გზა არისო. მაგრამ, სად? ამაზე არაფერს ამბობდა. დღემდე ეს არავინ იცის, მით უმეტეს, რომ უილიამ გენრი, რომელსაც ადგილობრივებმა ჩოჩორი შეარქვეს, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და თავისი საიდუმლო სამარეში წაიღო. ხოლო საიდუმლო, მხოლოს მის ფრაზას კი არა, ბევრ სხვა რამესაც უკავშირდება. მაგ., მშენებლები აღნიშნავენ, რომ გვირაბის შემქმნელი ან ამ საქმის პროფესიონალი იყო, ან მას ვიღაც ეხმარებოდა და რადგან ობიექტზე სხვა არავინ შეუნიშნავთ, გამოდის რომ, მან თავად იცოდა, რას და როგორ აკეთებდა.
გარდა პროფესიონალი მშენებლის უნარ-ჩვევებისა არსებობისა, შმიდტის შესახებ ისიც არის ცნობილი, რომ ძალიან გულჩათხრობილი ადამიანი იყო. ის პრაქტიკულად არავის ესაუბრებოდა. ისე ეცვა, როგორც მაწანწალას, მაგრამ საიდან ჰქონდა მას ძალა, ფაქტიურად შიშველი ხელებით, მტკიცე ქანებში გვირაბის გასაყვანად, დღემდე გამოცანად რჩება.
ზოგიერთი, დღემდე თვლის, რომ შმიდტი შეშლილი, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი იყო. ხოლო ზოგი, იმასაც ამბობს, რომ ის ოქროს ან სხვა ძვირფას მადანს ეძებდა. ექიმები მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მათი თქმით, ამ ადამიანის სამედიცინო ბარათში შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაფიქსირებული არ არის. ხოლო გეოლოგების თქმით, აღნიშნულ რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის არანაირი საბადო არ არის.
მიუხედავად ამისა, ჰენრი შმიდტს მიზანი ჰქონდა, რომლისკენაც მიზანმიმართულად მიდიოდა. მაგრამ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ბოლომდე ვერ მივიდა. თუმცა, ვინ იცის, ამ ადგილზე არაერთი ადამიანი დაკარგულა... ადგილობრივებთან არაერთხელ მისულა პოლიციელი, იმ ადამიანების სურათებით, რომლებიც, მათი ოჯახის განცხადებით, გვირაბის სანახავად აპირებდნენ წასვლას და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.

ეს უცნაური გვირაბი, მისი საიდუმლოს გახსნის იმედით, მეცნიერებმა არაერთხელ შეისწავლეს, მაგრამ... უშედეგოდ. ამიტომ, არავის აქვს, არსაითკენ მიმავალი გვირაბის თხრის გაგრძელების სურვილი.

და იქნებ ის დამთავრებულია და მისი საშუალებით პარალელურ სამყაროში შეიძლება გასვლა? და შმიდტმა ამის შესახებ იცოდა... შესაძლებელია, ის სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ მან უარი თქვა ჩენს სამყაროზე და მთელი ცხოვრება გვირაბის თხრას შესწირა?!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageაღმოაჩინეს დროის კაფსულა, რომელშიც გრეის კელის ფოტოსურათი და ნახატი იყო, ამო-ს გადაადგილების მარშრუტით
თავის ტვინს, დამოუკიდებლად, სხეულის გარეშე არსებობა უკვე შეუძლია!

გაიგეთ რა საიდუმლოს მალავს სფინქსი

უადგილო არტიფაქტი და კიდევ ერთი საიდუმლო, ჩვენი ისტორიული წარსულიდან

0
931
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
931
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0