x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სკოლის მოსწავლეებს ქალიშვილობაზე მასობრივად ამოწმებენ
image


ქალიშვილობის ინსტიტუტის კიდევ უფრო განმტკიცების და ტრადიციების დაცვის მორიგი მცდელობა. უზბეკეთის ქალაქ ანდიჯანში სკოლის მოსწავლეებს მასობრივად ამოწმებენ ქალიშვილობაზე. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი ბიურო იუწყება.


როგორც ირკვევა სკოლებში დადიან ექიმები ახლომდებარე პოლიკლინიკებიდან და მოსწავლეებს ულტრაბგერით გამოკვლევებს უტარებენ, თანაც საფასურსაც ახდევინებენ.



ამ შემოწმების მიზეზი 13 წლის გოგოს მედიკოსებთან მიმართვა გახდა, რა დროსაც გაირკვა, რომ ის ფეხმძიმობის მე-18 თვეში იყო. ის 60 წლის ბიძამ (დეიდის ქმარმა) გააუპატიურა, რომელიც ახლა რუსეთში სამუშაოდ იმყოფება. ეს საკმაოდ გახმაურებული საქმეა, რომელზეც ბოლო ხანს ადგილობრივი მედია ხშირად საუბრობს. მოძალადის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია. მას 15-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


სწორედ ამ ფაქტებს უკავშირებენ ადგილობრივები იმას, რომ სკოლებში გოგონებს ქალიშვილობაზე შეამოწმებენ.

3
1041
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1041
  
2018, 28 აპრილი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 27 აპრილი, 17:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 27 აპრილი, 0:43
რაო კაცო? მე-18-ე თვეშიო???? გინესის წიგნში ყოფილა შესაყვანი. აპილოა თუ ადამიანი????
0 1 3