x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ახალგაზრდა რეჟისორი,რომელმაც თეატრის დასაარსებლად საკუთარი ბინა გაყიდა!
ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი აფხაზავა, რომელმაც ყველაზე კარგად თავი სამუელ ბეკეტის პიესით, "გოდოს მოლოდინში" გაგვაცნო.

გიორგი აფხაზავა
სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ასევე რუსეთის საზაფხულო თეატრალურ სკოლაში.დადგმული აქვს სპექტაკლები სამუელ ბეკეტის პიესების მიხედვით, "ბედნიერი დღეები" და კრეპის უკანასკნელი ფირი". მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე ფილმში, თუმცა თვლის, რომ მსახიობობა მისი საქმე არ არის.სირთულეების მიუხედავად დღეს უკვე საკუთარი თეატრის დაარსებაზე მუშაობს და სექტემბერში მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით, სწორედ ამ თეატრში წარსდგება.

- როგორ აღმოჩნდით სამსახიობო სფეროში?

ხუთი წლის ასაკიდან გამიჩნდა სურვილი მაყურებლის წინაშე წარვმსდგარიყავი, ჩემს დის შვილთან ერთად საკუთარი ხელით შევქმენი თოჯინები, რომლითაც ვდგამდით სპექტაკლებს, შემდეგ მეზობლებს და ნათესავებს ვეპატიჟებოდით და მათ წინაშე ვანსახიერებდით სასაცილო ნომრებს.უაზრობა იყო მაგრამ ჩვენი ასაკისთვის შესაფერისი.სხვათაშორის ბილეთებს ვყიდდით, მახსოვს მამაცემს ბილეთის გარეშე უნდოდა შემოსვლა მაგრამ უფლება არ მივეცი, (იცინის)


-გზა საკუთარ სახლში მოწყობილი თეატრიდან დიდ სცენამდე.

საბავშვო თეატრში სამსახიობო სტუდია გაიხსნა, თავიდან ეპიზოდურ როლებში ვმონაწილეობდი, ასევე ვმუშაობდი თეატრში სცენის მუშად, ღამის დარაჯად, დამხმარე შემადგენლობის მსახიობად.ნელ-ნელა კვალიფიციური მსახიობი გავხდი და პირველი ხარისხის მსახიობის წოდება მომანიჭეს, ამასთანავე რეჟისორადაც ამიყვანეს.

-სპექტაკლის გარდა მონაწილეობა მიღებული გაქვთ ფილმებში.

ვითამაშე ფილმებში, "საქმე ნომერი 11", უკანასკნელი მაძიებელი", რჩეული".მაგრამ კინო ჩემი საქმე არ არის, არ მიყვარს თამაში.

-"კამერული თეატრი " რომელსაც საკუთარი საცხოვრებელი სახლი შესწირეთ.

მოხდა ისე რომ, თეატრიდან სადაც 14 წელი გავატარე გამომაგდეს.ჩემი ცხოვრების და პროფესიის ახალი მმართველებისათვის შეწირვას არ ვაპირებდი.გავყიდე ბინა და დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად, ჩემი"გიჟი" მეგობრების დახმარებით ვაშენებთ სარდაფს სადაც მალე "კამერული თეატრი" გაიხსნება.დღეში 12 საათს ვატარებთ ჩვენს თეატრში პირობას ვდებ, ის აუცილებლად გაიხსნება სექტემბერში.დავპატიჟებთ ჩვენნაირ გიჟებს და ვაჩვენებთ წარმოდგენებს.(იცინის).ეს იქნება თეატრი სადაც ხალხს არასოდეს მოატყუებენ.

-რა ტიპის დაფინანსებით არსებობს თეატრი?

არანაირი დაფინანსება, დაფინანსების მოპოვების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.საკუთარი ძალებით განვაგრძობ მუშაობას ჩემს მეგობრებთან ერთად.პირდაპირი გაგებით, საკუთარი ხელებით ვაშენებთ.

- თეატრის დაარსების იდეა თავიდანვე არსებობდა თუ ლოკაციის აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა?

ხუთი წლიდან ვოცნებობდი საკუთარ თეატრზე.

-თეატრის გარდა სხვა რა პროფესიით ხართ დაკავებული?

თეატრალურ უნივერსიტეტში ვმუშაობ სტუდენტებთან.სარეჟისორო ჯგუფი გვყავს მე და ჩემს აღმზრდელს გია კიტიას.

-რომ არა რეჟისორი, ვინ იქნებოდა გიორგი აფხაზავა?

(იცინის) მწყემსი.

image სარდაფი სადაც "კამერული თეატრი"-ს მშენებლობა მიმდინარეობს


0
145
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მანდარია
ნინი მანდარია
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0