ქალი და მამაკაცი სევდიანი კომიქსები,რომელშიც გულგატეხილი ადამიანი თავის თავს ამოიცნობს 2018, 26 აპრილი, 14:31 ეს კომიქსები ერთი ადამიანის ისტორიას მოგვითხრობენ, რომელსაც გული ატკინეს.ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ამ პერსონაჟში ბევრი ქალი ამოიცნობს საკუთარ თავს.
ყოველი ადამიანი გულით იბადება, რომელიც ღიაა სამყაროსათვის. ბავშვობაში ჩვენ უფრო დიდი გული გვაქვს. მაგრამ წლებთან ერთად ჩვენი გული პატარავდება, იკუმშება და უფრო და უფრო ნაკლებად ვენდობით ადამიანებს. შემდეგ კი ვხვდებით მას, ვისაც ჩვენს გულს მთლიანად ვუძღვნით. თუმცა, ის შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს ის ადამიანი, რომელიც თქვენს საჩუქარს ღირსეულად დააფასებს. გულგატეხილი ადამიანები სიცარიელის შესავსებად სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ. ზოგიერთი სინდისის წინააღმდეგაც კი მიდის და სხვის გულს იპარავს. ასეთი ადამიანები თავს ირწმუნებენ, რომ ბედნიერნი არიან. მაგრამ არიან ნამდვილი მამაცებიც, რომლებიც გატეილ გულს სხვა ადამიანებს ჩუქნიან, იმ იმედით, რომ ამჯერად მაინც არ დააღალატებენ. ამ სხვამაც შეიძლება გულში დაგჭრათ და მიგატოვოთ. თუმცა, შეიძლება თქვენთან დარჩეს და მის გვერდით იპოვოთ ძალა გატეხილი გულის გასამთელებლად. რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ გარისკვად ღირს! 132 1-ს მოსწონს
|