x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მაისის პირველ რიცხვებში ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციას გამართავს, როგორც პარტიის თავმჯდომარე
image


„ქართული ოცნების“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად არჩევისთანავე ქართულ მედიას შეხვდება.


სამწუხაროდ პარტია ისე ვერ განვითარდა, როგორც საჭიროა პოლიტიკური ცხოვრებისთვის და როგორც დაგეგმილი იყო თავის დროზე. ეს დიდწილად განაპირობა იმან, რომ ივანიშვილი წავიდა და ჩვენ დავინახეთ, რომ ის ისევ საჭირო იყო. ვხვდებით, რომ პარტიას სჭირდება განვითარება. ბატონმა კვირიკაშვილმა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო. ბატონმა ბიძინამ გვითხრა, რომ არცერთ ჟურნალისტს არ ექნება მასთან კომუნიკაციის პრობლემა. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად აირჩევენ თავმჯდომარედ და ეს მოხდება მაისის პირველ დეკადაში თუ არა, თვის პირველ ნახევარში მაინც და შემდეგ უკვე ბატონი ბიძინა ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავს.


იმედს ვიტოვებ, რომ ბატონი ბიძინას დაბრუნებით უკან დავიბრუნებთ ჩვენს იმ მხარდამჭერებს, რომლებმაც სამართლიანადაც კი დაგვტოვეს და სხვა არჩევანი გააკეთეს. ახლა გვეძლევა შესაძლებლობა კვლავ გავერთიანდეთ ჩვენი ლიდერის ირგვლივ სასიკეთო საქმეების გასაკეთებლად, “ - აღნიშნავს კვაჭანტირაძე.



შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ პარტიული სხდომა გაიმართა, სადაც ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყდა. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო პრესკოფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს კვლავ ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდება.

3
45
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
45
  
2018, 27 აპრილი, 17:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 27 აპრილი, 7:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 26 აპრილი, 20:37
ვააააა ბიძო ბრუნდება? ალბათ გასაოცარი დემოკრატიის მეექვსე წელი დაიწყება? კვირიკაშვილმა რო თქვა ამ რამდენიმე დღისბუკან არსად წასვლას არ ვაპირებო ასე უცებ დაავიწყდა???? ისე ბარემ თუ თხოვნაა თხოვნა იყოს დაბიმ გიჟი გადარეულისთვისაც ეთხოვა კვირიკაშვილს იქნებ ისიც დაბრუნებულიყო? აი მერებიქნებოდა სიცილ ხარხარიიიი გაერთობოდა ხალხი ცოტას. ვ ა ი ჩ ვ ე ნ ს პ ა ტ რ ო ნ ს სმაილი როგოე იწერება?
0 1 3