x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ამერიკელმა მეცნიერებმა "ვიაგრას" კიდევ ერთი სამკურნალო ეფექტი აღმოაჩინეს

imageპრეპარატ "ვიაგრას" არაჩვეულებრივი გვერდითი ეფექტი აღმოაჩინეს ამერიკელმა მეცნიერებმა ავგუსტის უნივერსიტეტიდან(შტატი ჯორჯია).

image

როგორც Science Alert-ი უწყება "ვიაგრას" ძირითადი კომპონენტი სილდენაფინი, რომელიც თაგვებზე გამოცადეს 50%-ით ამცირებს კოლორექტალური კიბოს ( მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანისიმსივნეების საერთო დასახელება)განვითარების რისკს, აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიულ ცხოველებზე ვიაგრას ყოველდღიური მცირე დოზა ამცირებს მსხვილ ნაწლავში პოლიპების წარმოქმნას.

image

ავტორები აღნიშნავენ, რომ სილდენაფინი ახდენს ციკლური გუანოზინ მონოფოსფატის(guanosine monophosphate) სინთეზის სტიმულირებას, რომელიც დიდ როლს თამაშობს ნაწლავების ეპითელური უჯრედების მემბრანების მშენებლობაში.

image

რაც შეეხება უკვე წარმოქმნილ პოლიპებს, ამ შემთხვევაში სილდენაფინი უძლური აღმოჩნდა, ამიტომ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ "ვიაგრა" გამოდგება მხოლოდ კიბოს პროფილაქტიკისთვის.

ამერიკელი მეცნიერები აგრძელებენ "ვიაგრაზე" კვლევებს.

image

შეგახსენებთ, "ვიაგრა" 1992 წელს დამზადდა აშშ-ში და თავიდან გათვალისწინებული იყო, როგორც სტენოკარდიის და გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატი, თუმცა წამალმა სულ სხვა ეფექტი გამოავლინა:იგი გახდა მამაკაცებისთვის ყველაზე ეფექტური პრეპარატი როგორც სექსუალური სტიმულაციისთვის, ასევე ერექციული დისფუნქციების შემთხვევაში.

imageიხილეთ აგრეთვე

image

0
155
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0