x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტესტი : რამდენად იცნობ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას?
ძალიან ბევრი მიზეზი არსებობ, იმისა თუ რატომ არის სასარგებლო წიგნის კითხვა.

image

1.კითხვა ამცირებს სტრესს

რას ანიჭებთ უპირატესობას სტრესული მდგომარეობიდან გამოსასვლელად? მუსიკის მოსმენას თუ სეირნობას? სასექსის უნივერსიტეტის მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ კითხვას უნდა მივმართოთ. მათმა კვლევამ აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენასთან, სეირნობასთან, ფინჯანი ყავის დალევასთან და სხვა აქტივობებთან შედარებით, კითხვა სტრესთან გამკლავების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. კითხვის პროცესში, კვლევის ობიექტებს მხოლოდ 6 წუთი დასჭირდათ სტრესის დონის 2/3-ზე მეტად შემცირებისათვის.

2. კითხვა უძლიობასთან გამკლავების საშუალებაა


დადასტურებულია, რომ კითხვა დასამშვიდებლად და ძილისთვის მოსამზადებლად ყველაზე ეფექტური გზაა. თქვენი ტელეფონებიდან და ეკრანებიდან გამომავალი მკვეთრი სინათლე ტვინისთვის წარმოადგენს სიგნალს, რომ გაღვიძების დროა, მაშინ, როცა მკრთალ შუქზე საყვარელი წიგნის კითხვას სრულიად საპირისპირო ეფექტი აქვს – თქვენი ტვინი აცნობიერებს, რომ უკვე დასვენების დროა.

3. კითხვა აძლიერებს ტვინის ფუნქციონირებას

ემორის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ ჩვენ მართლაც უფრო ჭკვიანები ვხდებით წიგნის კითხვის შემდეგ. წიგნის დასრულებიდან სულ მცირე რამდენიმე დღის მანძილზე, ჩვენი ტვინი საგრძნობ პოზიტიურ ცვლილებებს ავლენს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ტვინის ფუნქციონირების გაძლიერება გამოწვეულია კავშირის დამყარების გაძლიერებული უნარითა და ნევროლოგიური ცვლილებებით, რას მეხსიერების გავარჯიშებას იწვევს.

ახლა კი გააკეთეთ ტესტი და გაარკვიეთ რამდენად იცნობთ ან რამდენად შორს ხართ ლიტერატურისგან.

<div class="apester-media" data-media-id="5adc3f8a647b0f217750d5e5" height="766"></div><script async src="//static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>
0
321
2-ს მოსწონს
ავტორი:ნუგზარ გოგბერაშვილი
ნუგზარ გოგბერაშვილი
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0