x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წონის დაკლება წყლის დახმარებით
image


იცოდით, რომ წყალი წონის კლებაში გეხმარებათ?


რამდენ წყალს სვამთ ყოველ დღე? უმეტესობა ზრდასრული ადამიანის პასუხი იქნება "არასაკმარისს".

სხვადასხვა შეფასებებზე დაყრდნობი, ზრდასრული ადამიანები საშუალოდ დღეში ხუთ ჭიქაზე ნაკლებ წყალს სვამენ.


დღეში რეკომენდირებულია 1, 8 ლიტრი წყლის მიღება, რაც თავიდან აგაცილებთ გაუწყლოებას.

თუ წონის დაკლებას ცდილობთ, გთავაზობთ კვლევებით დამტკიცებულ 4 მიზეზს თუ რატომ უნდა დალიოთ მეტი წყალი:


1. წყალი ამცირებს კალორიების მიღებას

2016 წელს კვლევებზე დაყრდნობით, ის ვინც ერთი ჭიქით მეტ წყალს სვამს, 68 კალორიით ნაკლებს იღებს დღეში, ხოლო ის ვინც 3 ჭიქით მეტ წყალს სვამს - 205 კალორიით ნაკლებს.

ხანდახან ადამიანები ფიქრობენ, რომ შიათ, თუმცა სინამდვილეში მათ წყურიათ. წყლის დალევა ან იმ ბოსტნეულის მიღება, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, ჭამის სურვილს შეგიმცირებთ და გაუწყლოებასაც აგარიდებთ თავს.


2. წყალი ამცირებს დაღლილობას

ძალიან დაიღალეთ ვარჯიშისას? წყლის დალევა დაგეხმარებათ დაუბრუნდეთ სარბენ ბილიკს. გაუწყლოება კი გაგხდით უძლურს და მოდუნებულს.

გაზარდეთ წყლის მიღება 1, 2 ლიტრიდან 2, 5 ლიტრამდე სამი დღის განმავლობაშუ. ამის შემდეგ გაგიუმჯობესდბათ ხასიათიც და შემცირდება დაღლილობაც.


3. წყალი დააჩქარებს თქვენს მეტაბოლიზმს

წყლის მიღების ზრდას შეუძლია თქვენი მეტაბოლიზმის აჩქარება. 450 მილილიტრი წყლის დალევის შემდეგ მეტაბოლიზმი დროებით 30%-ით ჩქარდება.

დღეში დაახლოებით 1.5 ლიტრი წყლის დალევის შემთხვევაში ჩვეულებრივზე 200 კალორიით მეტის დაწვაა შესაძლებელი.


4. წყალი ვარჯისის დროს სხეულის "საწვავია"

ამერიკის ვარჯიშის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციის მიხედვით, ვარჯიშამდე 2-3 საათით ადრე უნდა დავლიოთ 500 მლ-მდე წყალი, 550-600 მლ ვარჯიშის ყოველ საათში და 200 მლ ვარჯისის დსრულებიდან ნახევარი საათის განმავლობაში.

თუ ვარჯიშისას ორგანიზმს წყალი აკლია, მაქსიმალურ შედეგს ვერ მიაღწევთ.


1
106
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია გოგალაძეე
ილია გოგალაძეე
106
  
2018, 27 აპრილი, 17:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1