x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ევროვიზია 2014"–ის კონკურსის გამარჯვებულმა კონჩიტა ვურსტმა განაცხადა, რომ დაავადებულია შიდსით

image ამ დღეებში "ევროვიზია 2014" წლის გამარჯვებულმა კონჩიტა ვურსტმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, გამოაქვეყნა რეეზონანსული პოსტი. პოსტში მომღერალმა აღიარა, რომ უკვე რამდენიმე წელია შიდსითაა დაავადებული.
2014 წელს ავსტრიელი მომღერლის ტომას ნოივორტის (რომელიც უკვე ცნობილია კონჩიტა ვურსტის ფსევდონიმით) გამარჯვებამ სიმღერის კონკურსში "ევროვიზია 2014"–ი საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. კონკურსის გასვლიდან დიდი ხნის მერეც არ ჩამცხრალა ხმაური, საზოგადოება განიხილავდა მომღერლის არაორდინალურ პიროვნებას და მის ეპატაჟურ სახეს.
გამარჯვების მიუხედავად კონჩიტამ ვერ შესძლო მოეპოვებინა პოპულარობა და მის ირგვლივ ხმაური შეწყდა. თუმცა ამ დღეებში ისევ ატყდა აჟიოტაჟი კონჩიტას პოსტის გამო.
" დადგა ის დღე, როცა გადავწყვიტე მოვიშორო დამოკლეს მახვილი: უკვე რამდენიმე წელია მე დაავადებული ვარ შიდსით, ამას ვფიქრობ საზოგადოებისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მას შემდეგ რაც ყოფილი მეგობარი დამემუქრა გაესაჯაროებინა ინფორმაცია ჩემი დაავადების შესახებ, გადავწყვიტე თავადვე განმეცხადებინა. მე არავის მივცემ დაშინების და დაშანტაჟების უფლებას და ამ გზით მოახდინოს გავლენა ჩემზე".–განაცხადა კონჩიტა ვურსტმა.
მომღერალმა და მსახიობმა ასევე დაამატა, რომ ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს, რადგან სისტემატურად იღებს მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებს და სამედიცინო დახმარებას.
მომღერალი საკუთარ დიაგნოზზე არ ლაპარაკობდა ადრე, რადგან არ სურდა მოქცეულიყო მასიური ინფორმაციის საშუალებების ყურადღების ქვეშ და მისი ოჯახი არ ჩაეყენებინათ უხერხულ მდგომარეობაში. კონჩიტას თქმით მას ოჯახი გვერდით უდგას მის მეგობრებთან ერთად, თან ისინი არასოდეს არ აკეთებენ აქცენტს ჩემს დაავადებაზე.

imageimage

2
216
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
216
  
2018, 22 აპრილი, 0:11
გაიხარეთ, თქვენი ჭირიმე, ბარემ ჩემს სხვა მასალებზეც დადე ნახვები მომემატება. :)
2018, 21 აპრილი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2