x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არის ბურჩინ თერზიოღლუ ?!
სახელი და გავარი : ბურჩინ თერზიო(ღ)ლუ
ასაკი : 38 წლის
დაბადების თაარიღი : 1980 წლის 9 მარტი
ჰოროსკოპი : თევზები
სიმაღლე : 165 სმ
წონა : 50 კგ
image
ოჯახი : მამა - ილმაზ თერზიო(ღ)ლუ, დედა მაქბულე ფილიზ თერზიო(ღ)ლუ გარდაიცვალა 2013 წლეს, ძმა ბიულეთი და და ბუქეთი
დიდ იჯახში გაიზარდა, აქვს შეკრული და ხმაურიანი ოჯახი თუმცა ყვირილის ხმა და ჩხუბი არასდროს ყოფილა. ყველაფერს ურთიერთგაგებით აგვარებდნენ და და დღემდე ასე არიან “მე ჩხუბით პრობლემის მოგვარება არ შემიძლია, არ მაქვს ნასწავლი. ‘’ წყნარი და დამჯერი ბავშვი იყო თამაშობდა თოჯინებით და საღებავებით, ოჯახში მთავარი სიტყვა ყოველთვის დედის იყო, რომელიც იყო ძალიან ჯიუტი მაგრამ შესანიშნავი ქალი, უზომოდ განათლებული და შემოქმედი, სახლში აკეთებდა ყველაფერს.მას შეეძლო ყველაფერი თავის ხელით გაეკეთებინა ნათურის გამოცვლიდან დაწყებული ბაზარში სიარულის ჩათვლით. ყვლაფრის საქმისკურსში იყო და ყველას აკონტროლებდა, ამბობს რომ თავადაც ასეთია მოუსვენარი, მაგალითდ როცა არხის გამოცვლა უნდა პულტს არ იყენებს მიდის ტელევიზორთან და იქიდან რთავს
ბურჩინი ოჯახის მესამე შვილია . როგორც თავად ამბობს სკოლაში თავისი სიცელქით გამოირჩეოდა. სკოლაში საგამოცდო ტესტები მოიპარა და კლასელებზე გაყიდა . მისი ძმა ბულენთი მასზე 13 წლით უფროსია ხოლო და ბუქეთი 5 წლით მისი ძმა ხშირად სარგებლობდა დების პატარა ასაკით და ბევრ ოინს უწყობდა მათ.
არასოდეს დაავიწყდება : დედა, მისი ხელები რომელსაც მუდამ ფორთოხლის სურნელი ჰონდა და ის თუ როგორ წაიყავან დედამ თეატრში პირველად, მიუხედავად იმისა რომ, ძალიან პატარა იყო და სცენას თითქმის ვერ ხედავდა მაინც სიამოვნება სეპექტაკლზე ყოფნა, პირველი სპექტაკლი რომელიც მან ნახა იყო ‘’სირაქლემა კაბარე’’
ბავშვობაში შურდა : იმ თანაკლასელებისა, რომლებიც ზაფხულის არდადაგებს სოდფელში ბებია-ბაბუასთან ატარებდნენ, კრეფდნენ ხილს, ეთამაშებოდნენ ცხოველებს და თამაშობდნენ მიწით
არასდროს დაავიწყდება: მშოლების სახე როდესაც მის თმაში პირველად აღმოაჩინეს ტილი და ამის გამო თმა მოკლედ შეჭრეს და ის შეგრძნება როდესაც 22 წლის ასაკში პირველად მოკრიფა ბალი ხიდან
კომპლექსები : ბავშვობაში აკმპლექსებდა საკუთარი ფეხები და ამომდა რომ მისი ფეხები რობერტო კარლოსისას ჰგავდა
პირველი შეხება კამერასთან : 4 წლინახევრის იყო როდესაც მამამ პირველად წაიყვანა გადასაღებ მოედანზე და მას შემდეგ ეკრანიდან აღარც ჩამოსულა მისი პირველი როლი იყო ფილმში ‘’შიშველი მოქალაქე’’ სადაც მან თავისი სახელით ითამაშა რადგან იმდენად პატარა იყო რომ, სხვა სახელზე არ რეაგირებდა, თავდაპირველად განათებისა და კამერის დანახვამ ძალიან შეაშინა
ბავშობაში არ მოსწონდა : როდესაც მის დაბადების დღეს გადაღება ემთხვეოდა და სახლი სტუმრებიტა და მეგობრებით იყო სავსე ის კი მხოლოდ ტორტზე სანთლების ჩასაქრობად მოჰყავდათ სახლში და შემდეგ კვლავ გადაღებაზე ამბრუნებდნენ
განათლება: სკოლა წარჩინებით დაასრულა, შემდეგ სწავლა ლიცეუმში განაგრძო, თუმცა სულაც არ სურდა სამსახიობოზე ჩაბარება, ამიტომ კონსერვატორიაში ფორტეპიანოს ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა დატვირთული გრაფიკისა და ერთდროულად ორ პროექტში მონაწილეობის გამო ბოლო კურსის გამოსაშვები გამოცდის ჩაბარება ვერ მოასწრო და შემდეგ უნივერსიტეტში აღარ დაბრუნებულა. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო მიუჟდეთ გეზენის ხელოვნების ცენტრში, სერთაშორისო თეატრალურ საზაფხულო სკოლაში გაიარა სხეულის ფლობისა და თეატრალური ხელოვნების კურსი, ასევე სწავლობდა მხატვრულ კითხვას რადგან მიაჩნია, რომ მსახიობისთვის სწორი მეტყველება აუცილებელია, გაიარა ასევე კულინარიის აკადემიის კურსები და დიპლომირებული შეფ-მზარეულია
დროსთან დაჯდომა რომ შეეძლოს : 'დროსთან დაჯდომა რომ შემეძლოს ვფიქრობ პირველი რასაც ის მეტყოდა არის : ''გავიგო მისი მნიშვნელობა'' და შემდეგ გააგრძელებდა : '' შეხედე ძვირფასო, თუ შენ იმ ყველაფერს მომცემ რაც შენს განკარგულებაშია, შენ ჯანმრთელობას, სიყვარულს, შენ ცხოვრებას; მეკი ისევ არ მოგცემ დასვენების საშუალებას, გავივლი შენს ცხოვრებას შეუმჩნევლად, არ აქვს მნიშვნელობა რას აირჩევ შენ, თუკი შენ გაყვები შენ ცხელ სურვილებს და ნატვრას მაშინ შემამჩნევ მეც'' შეიძლებ ეს ცოტა მკაცრად ჟღერს მაგრამ ერთადერთი რაც ცხოვრებაში არ შეგვიძლია ეს დროის კონტროლია, რომელიც შეუჩერებლად მიდის. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დრომ მასწავლა ეს არის ის, რომ დაკარგული დროის დაბუნება შეუძლებელია.''
პირადი ცხოვრება: 2008 წელს ცოლად გაჰყვა მსახიობ მურათ ილდირიმს თუმცა მათი ქორწინება 2014 წლის 30 ივნისს განქორწინებით დასრულდა.
2014 წლის სექტემბერში გადაღებაზე გაიცნო ილქერ ქალელი და წყვილს მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი და დღემდე ერთად არიან
ქველმოქმედება: მრავალი წელია ბურჩინი აუტიზმის და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების აქტური მხარდამჭერია და აუტიზმიან ბავშვთა (Tohum Otizm Vakf )და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა ( DOWN TÜRKİYE, DOWN SENDROMU DERNEĞİ) ფონდის წევრია. ასევე ის სპინალური დაავადებების მქონე ადამიანების დახმარების ფონდის TOFD-ის წევრი და მხარდამჭერია. ბურჩინი ასევე არის თურქეთში ერთ-ერთი უდიდესი ფონდის LÖSEV-ის წევრი და მხარდამჭერი. LÖSEV-ი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საქველმოქმედო ფონდია. არის იმ მსახიობთა გაერთიანების წევრი, რომლებიც ყოველთვიურდ ეხმარებიან მიუსაფარ ბავშვთა სახლებს. ასევე დედის გარდაცვალების შემდეგ ის ხელმძღვანელობს დედის მიერ შექმნილ მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალთა მხარდამჭერ ფონდს, ასევე დონაციის ფონდის წევრია და აქტიურად ეხმარება სისხლის ბანკს, აგრეთვე არის გარემოს დაცვისა ფონდის (WWF-Türkiye) ასევე წევრი, მას, მის დასა და მეგობარს აქვთ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი( iyi biri misin) 2016 წელს ბურჩინი მოხალისეთა ფონდის (TGEV) წევრი გახდა, და ფონდის მიერ მოქწყობილ საქველმოქმედო საღამოსაც გაუძღვა. შეგროვილი თანხა მოხმარდათ სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ბავშვებს. თავად ბურჩინს არ უყვარს ამ თემებაზე საუბარი, ფიქრობს რომ, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს ის არავისზე მეტი არ არის და რომ მას სასწაულები არ ჩაუდენია : არ აღმოუჩენია კიბოს წამალი, არც იმ გზისთვის მიუგნია, რომელიც აფრიკაში შიმშილს დააამარცხებს და არ აკეთებს იმას რასაც არ აკეთებენ სხვები.
დილა: დილას იწყებს ორმაგი სეპრსოთი და ვარჯიშით, ყოველ დილით დარბის ბოსფორის სანაპიროზე და მედიტირებს.
საყვარელი კერძი : ყველაზე მეტად უყვარს წვნიანი კერძები, ცდლობს მაქსიმალურად ჯანსაღად იკვებოს, არ მიირთმევს პურს, არასდროს არის დიეტაზე, ამბობს, რომ საკუთარი თავისთვის არასდროს აუკრძალავს რაიმეს მირთმევა, ძალიან უყვარს ტკბილეული თუმცა იმისათვის რომ, ფორმა შეინარჩუნოს ხშირად უწევს მასზე უარის თქმა, 16 წლიდან აქტიურად ვარჯიშობს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ძალიან უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და ახალ-ახალი კერძების მოგონება. მაცივარში ყოველთვის აქვს: ხილი და ყველი
უყვარს : რძიანი შოკოლადი, უშაქრო ყავა, ზღვა, ფეხით ან ნავით სეირნობა, კლასიკური და ფილოსოფიური წიგნების კითხვა
ვერ იტანს: უსამართლობას, მლიქვნელობას და როდესაც მიმათავენ სიტყვებით ჩემო სულო
საყვარელი სუნამო : კილიანი შავის დაბრუნება ‘’ Kilian - Back to Black ‘’
საყვარელი დიზაინერები : მაიკლ კორსი, მარკ ჯეიკობსი, სტელა მაკარტნი, ჯიმი ჩუ, ივ სენ ლორანი და ელი სააბი
სიზმრებში ყველაზე ხშირად ხედავს : დედას
ტანსაცმლის კარადაში ყველაზე მეტი აქვს: ჯინსები და თეთრი მაისურები
არ უყვარს: ხალხმრავალი ადგილები და ხმამაღალი საუბარი.
პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახსა და ახლობლებს აყენებს.
ფიქრობს, რომ ქალი ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს.
სიამოვნებით ითამაშებდა : თიმ ბართონის ფილმებში
საყვარელი რეჟისორები : უცხოეთი: დევიდ ფინჩერი და თიმ ბართონი თურქეთი: ნური ბილგე ჯეილანი, ექინ დემირქუბუზი, ჯანერ ალპერი - მეჰმეთ ბინაი, ფერზან ოზთეფექი, და ფათიჰ აქინი
საყვარელი ფილმი რომელსაც მუდმივად შეუძლია უყუროს: ‘’კედლის მოპირდაპირედ’’
საყვარელი მსახიობები : მერილ სტრიპი, ნატალი პორტმანი, მარიონ კოტიარი, ჯულიეტ ბინოში, ჰიუ ჯეკმანი და რიჩარდ გირი.
ძლისიწინა რიტუალი : მაღვიძარას აყენებს
სტანბულის გარდა რომელ ქალაქში იცხოვრებდა: ეგეოსის ზღვის პირა ნებისმიერ ქალაქში
რა შათააგონებს ყველაზე მეტად : კარგი წიგნი და მუსიკა
თავისუფალი დრო : თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, მაგრამ როდესაც ისვენებს კითხულობს კლასიკურ და ფილოსოფიურ ლიტერატურას, უყურებს სამეფო კარის თამაშებს, ნამდვილ დეტექტივს და ბრეიქინგ ბედს, ამბობს რომ მათი ყურებისას ისვენებს და სიამოვნებას იღებს, სეირნობს ან მოგზაურობს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად.
სჯერა ბედისწერის და ამბობს : რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება.
ყველაზე მეტად ეშინია : იმის რომ, არასწორედ გაუგებენ, ამის გამო შეიძლება ღამით არცკი დაეძინოს.
ამბობს რომ ჩვეულებრივი ადამიანია, კითხულბს, ხედავს მოგზაურობს, ერთობა შოპინგით, ხშირად უერთდება სხვადასხვა სემინარებს, მისი ყველაზე დიდი ლტოლვა ადამიანიანი და სწორედ ამიტომ ხშირად არის მეგობრებთან ერთად
როგორ აღწერს ბურჩინი საკუთარ თავს : ‘’მე ვარ ის ვისაც შეუძია იბრძოლოს საყვარელი და ახლობელი ადამიანებისთვის, მე ვარ ის ვისაც უსამართლობის ატანა არა აქვს, მე ვარ ის ვინც ადამიანს ყველაფერზე წინ აყენებს, მე ის ვარ ვინც საკუთარ თავს განიკითხავს საკუთარი ქმედებებისა და ნათქვამი სიტყვების გამო.’’
სარეკლამო სახე : იყო შოკალდის ფირმის ეთი ბრაუნისა და შვარცკოფის სარეკლამო სახე
ბურჩინის აზრები : ‘’ ადმიანმა ოცნება არასდროს არ უნდა შეწყვიტოს მაშინაც კი თუ ოცნებები იმსხვრევა, რადგან თუკი ადამიანი არ ოცნებობს, მაშინ ის კვდება. ‘’
‘’დრო ჩვენ ჭრილობებს კურნავს ეს სიმართლეა, მაგრამ მსწორედ ამ ჭრილობებისგან დატოვებული კვალი გვცვლის და გვანსხვავებს სხვა ადამიანებისგან’’
‘’არცერთ ადამიანს არ აქვს იმის უფლება, რამე გადაუწყვიტოს ან მის მის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ამან შეიძლება ძალიან იმოქმედოს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, სხვას პატივი უნდა სცე ერთმანეთი უნდა დავაფასოთ, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, ვიზცხოვროთ ისე რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც ვთქვათ ცხოვრება ამად ღირს’’
‘’ცხოვრება ჩვენშია, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება ცხოვრებაში, ჩვენ მხოლოდ საკუთარი იდენტობა ვიცით, მაგრამ ვის შევხვდებით ცხოვრებაში ეს არა’’
‘’არასოდეს დაიტანჯო იმ ადამიანის გამორომელიც, შენი ღირსი არ არის’’
წყარო : https://www.facebook.com/BurcinTerziogluGeorginFans/
imageimage
image
0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0