x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 სასარგებლო ნივთიერება,რომელიც ყველაზე ხშირად აკლია ჩვენს ორგანიზმს
ცხოვრების თანამედროვე რიტმი, არასწორი კვება და სტრესი ხშირად იწვევს საჭირო მინერალების და ნივთიერებების დეფიციტს ჩვენს ორგანიზმში. ეს ნივთიერებები კი ყველაზე ხშირად აკლია ადამიანის ორგანიზმს, არადა, თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ჩვენს ორგანიზმში და აუცილებელია სასიცოცხლო პროცესებისთვის.

image

1. კალიუმი

რისთვისაა საჭირო-არტერიული წნევა, წყლის ბალანსი, კუნთოვანი და ნერვული უჯრედების მუშაობა


რას იწვევს მისი დეფიციტი- არითმია, ძვლების სიმყიფე, ნევროზი და დეპრესია, თირკმელების უკმარისობა.

კალიუმის დეფიციტის ძირითადი მიზეზი დაუბალანსებული კვება, ნახევარფაბრიკატების ხშირი მოხმარება და სტრესია.

რეკომენდებული დღიური ნორმაა-3-5 გ.

საიდან მივიღოთ-100გ. გარგრის ან ჭერმის ჩირი შეიცავს 1, 1 გ. კალიუმს, 100გრ. ისპანახი შეიცავს დაახლოებით 0, 5 გ. კალიუმს


2.უჯრედისი

რისთვისაა საჭირო-ჯანმრთელი მიკროფლორა, შაქრის დასაწევად, ორგანიზმის გასაწმენდად.

რას იწვევს მისი დეფიციტი-შაქრიან დიაბეტს, ქოლესტერინის მომატებას, შეკრულობას.

უჯრედისის ნაკლებობა ნამდვილად არააა გასაკვირი. ჩვენ ხომ ყოველთვის სადღაც გვეჩქარება, გზაში წავილუკმებით იმით რაც ხელში მოგვხვდება, ძირითადად ცომეულის ნაწარმით, რომელიც შაქარსაც შეიცავს.

თუმცა, უჯრედისის ჭარბად მიღებამ შესაძლოა მუცლის შებერილობაც გამოიწვიოს.

რეკომენდებული დღიური ნორმაა-21-38 გ.

საიდან მივიღოთ-100გ. ლობიო 25გ. უჯრედისს შეიცავს, 100გ. ჟოლო კი 7 გ. უჯრედისს.


3.კალციუმი

რისთვისაა საჭირო-ჯანსაღი კბილები, მაგარი ძვლები, თავის ტვინის მუშაობა, სისხლის მიმოქცევა.

რას იწვევს მისი დეფიციტი-კარიესი, გულის უკმარისობა, ოსტეოქონდროზი.

კალციუმის დეფიციტს დაუბალანსებელი კვება და კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს, რომელიც პირდაპირ გამორეცხავს კალციუმს ორგანიზმიდან.

რეკომენდებული დღიური ნორმაა-1-1, 2გ

საიდან მივიღოთ-100გ. ბროკოლი 0, 5გ . კალციუმს შეიცავს, 100გ. ხაშხაში-1, 4 გ. კალციუმს.


4.ვიტამინი D

რისთვისაა საჭირო-კალიუმის და მაგნიუმის ასათვისებლად, ძლიერი იმუნიტეტი, კარგი შრომისუნარიანობა.

რას იწვევს მისი დეფიციტი-გაციებები, უძილობა, ოსტეოქონდროზი

ამ ვიტამინის დეფიციტის მიზეზი ძალიან უბრალოა-მზის სხივების ნაკლებობა, დაუბალანსებელი კვება და სტრესი.

რეკომენდებული დღიური ნორმა-10-20მკგ.

საიდან მივიღოთ-100გ. ორაგული 9მკგ D ვიტამინს შეიცავს.


5.რკინა

რისთვისაა საჭირო-ჰორმონების გამომუშავება, მეტაბოლიზმი, ჟანგბადის მიწოდება ქსოვილებისა და ორგანოებისთვის.

რას იწვევს მისი დეფიციტი-კანის სიმშრალეს, თმის და ფრჩხილების მტვრევადობას, ანემიას.

რკინის დეფიციტს ძალიან ხშირად მოუწესრიგებელი და არასრულფასოვანი კვება იწვევს.გარდა ამისა, ქალებში რკინის დეფიციტს მენსტრუაციაც ქმნის.

რეკომენდებული დღიური ნორმა-18მგ. ქალებისთვის და 8 მგ კაცებისთვის.

საიდან მივიღოთ-100გ. ხამანწკები 7 გ. რკინას შეიცავენ, 100 გ. ქათმის ღვიძლი კი 17 მგ. რკინას შეიცავს.


0
179
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0