x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134420
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
პრევიუ: სიონი VS თბ.დინამო
image

ხვალ საქართველოს "ეროვნული ლიგის" მე-7 ტურში თბილისში "მიხეილ მესხის სათადარიგო" მოედანზე ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.

ორივე გუნდს მიმდინარე სეზონში სხვადასხვა მიზნები აქვთ. თუ თბილისელები უმაღლეს მიზნებს ისახავენ, ბოლნისელებს ელიტაში ადგილის შენარჩუნება სურთ.

სიონი


ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატში რამდენიმე სიურპრიზი უკვე შემოგვთავაზა. ჯერ-ჯერობით კობა ჟორჟიკაშვილის გამოცდილი კოლექტივის ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს. საინტერესოა, ეყოფათ თუ არა ფეხბურთელებს ენერგია დამქანცველი სეზონის ბოლომდე. გასულ ტურში ბოლნისელებმა ერთ-ერთი კონკურენტი "ლოკომოტივი" 2-1 დაამარცხეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. გუნდს ყველა რგოლში გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, გამოსარჩევი კი გუნდის კაპიტანი და მთავარი ბომბარდირი ჯაბა დვალია. "სიონს" წინ ორი ურთულესი შეხვედრა ელოდება. ჯერ "დინამოსთან", შემდეგ კი - ქუთაისის "ტორპედოსთან". ამ მატჩებში ჟორჟიკაშვილის შეგირდებს ქულების მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

თბ.დინამო

"დინამომ" პირველი ტურის შემდეგ პირველი მარცხი განიცადა. დედაქალაქურ დუელში "დინამო" კარგად მოთამაშე 'საბურთალოსთან" დამარცხდა (1-0). წინა სეზონის მსგავსად კახი კაჭარავას გუნდი ძალიან სასიამოვნო და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, რაც შედეგშიც ისახება - "დინამო" ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფება. გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა არიან ისეთები, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვთ. ხვალინდელ მატჩში "დინამოს" გიორგი კუცია ვერ დაეხმარება, რომელმაც ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მძიმე ტრავმა მიიღო და მინდორს 2 თვით ჩამოშორდა. დედაქალაქური კლუბის მთავარი ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძეა, რომელიც გუნდმა სეზონის წინ დანიური "ესბიერგიდან" იჯარით აიყვანა.

ურთიერთშეხვედრები

57 შეხვედრა:

სიონი (7) - ფრე (4) - დინამო (46)

ბურთები: 31/140

სავარაუდო შემადგნელობები

სიონი: მუჯრიშვილი, მინდორაშვილი, ნოზაძე, თომაშვილი, გურამ გიორბელიძე, დათუნაიშვილი, ქიქავა, სიხარულია, ც.სამუშია, მანაგაძე, დვალი

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ივანისენია, ქოჩლაძე, კიტეიშვილი, შულაია, ივანიშვილი, ზივზივაძე

1
10
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
10
  
2018, 26 აპრილი, 21:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1