x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134505
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ლეგიონერების მონაგარი: გვილიას "ლუცერნი" ევროსარბიელს უახლოვდება

image
შვეიცარია - შვეიცარიის სუპერლიგის მორიგ ტურში ვაკო გვილიას გარეშე მოთამაშე "ლუცერნმა" გასვლაზე მინიმალური აბგარიშით (1-0) სძლია ბოლოადგილოსან "ლოზანას". ამ გამარჯვებით ქართველის კლუბი 43 ქულით მე-4 ადგილზეა და "ევროპის ლიგაზე" გასვლის კარგი შანსი აქვს

დანია - დანიის სუპერლიგის ფლეი-აუტში ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძვის "სილკებორგი", სადაც დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე ირჯებიან. ქართველთა გუნდმა "ჰობრო" 2-0 კი დაამარცხა, მაგრამ ელიტაში დარჩენის ძალიან მცირე შანსი აქვს. განვლილ მატჩი სხირტლაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს, ვაწაძეს კი ტრავმის გამო არ უთამაშია

შვედეთი - შვედეთის რანგით 1-ელ ლიგაში გიორგი ხარაიშვილის "გიოტებორგი" "დალკურდს" დაუხვდა და მინიმალურად დაამარცხა (1-0). ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო, მისი გუნდი კი, 6 ქულით მე-6 პოზიციაზეა

უზბეკეთი - შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ფახთაქორმა" მეკობოდის "მეტალურგი" არ დაინდო და მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა. ტაშკენტელები უზბეკეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფებინ

1
17
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
17
  
2018, 26 აპრილი, 21:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1