x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი "სნიკერსი"
imageimage
მინდა შემოთავაზოთ უგემრიელესი ჩიზქეიქის "სნიკერსის" რეცეპტი, ჩემს მიერ შემოთავაზებულ რეცეპტს, სახელის გარდა, არაფერი აქვს საერთო ტრადიციულ სნიკერსის ტორტთან, მაგრამ გემოთი ნამდვილად არ ჩამოუვარდება მას, იმედია მოგეწონებათ

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

150 გრ.ფქვილი


225გრ შაქარი

65გრ კაკაო

2 კვერცხი

150მლ რძე ან მაწონი

30გრ არაჟანი

120მლ ცხელი უნალექო ყავა

90მლ ზეთი

1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი

1 ჩ.კ სოდა

1ჩ.კ გამაფხვიერებელი

1/2 ჩ.კ მარილი

ჩიზქეიქისთვის:

350გრ შავი შოკოლადი

100 გრ. კარაქი

1.5 ს.კ ჟელატინი

60მლ ცხელი ყავა ან ცხელი წყალი

350გრ კრემყველი

4 კვერცხი

150 გრ. შაქარი

მწიკვი მარილი

კარამელისთვის:

1ჭ შაქარი

1/2 ჭ წყალი

3/4ჭ ნაღები

2ს.კ გამდნარი კარაქი

1ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი

მწიკვი მარილი

ასევე დაგჭირდებათ მოხალული მოწის თხილი, გასახსნელი საცხობი ფორმა, და სქელი ლენტი(ისეთი როგორიც ფოტოზეა)image

მომზადება:

ბისკვიტი:

ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, კაკაო, სოდა და გამაფხვიერებელი და კარაგად ავურიოთ, დავუმატოთ შაქარი, კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი, ზეთი, რძე, არაჟანი, მარილი და კარგად ავთქვიფოთ, როცა ერთგვაროვან მასას მივიღებთ დავუმატოთ ყავა და კარგად ავურიოთ, ბისკვიტის ცომი თხელი უნდა იყოს. ცხვება ორ ფენად 20 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.

ჩიზქეიქი:

შოკოლადი კარაქთან ერთად გავადნოთ ორთქლზე, პარალელურად ცხელ ყავაში დავალბოთ ჟელატინი.

ავთქვიფოთ კრემყველი, დავუმატოთ კვერცხის გულები, გამდნარი შოკოლადი, ყავა და კარგად ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, ნელნელა ვუმატოთ შაქარი და მოვამზადოთ ბეზე. ბეზე გადავიტანოთ შოკოლადიან მასაში და კოვზით კარგად ავურიოთ.

კარამელი:

შაქრითა და წყლით გავაკეთოთ სიროფი, როცა წამოდუღდება და შაქარი გაიხსნება დავუმატოთ ნაღები და 2 წუთით განუწყვეტლივ ვურიოთ, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან დავუმატოთ ვანილის ექსტრაქტი, გამდნარი კარაქი, მწიკვი მარილი და კარგად მოვურიოთ.


ბისკვიტს შემოვავლოთ ლენტი და ჩავდოთ საცხობ ფორმაშიimage
ბისკვიტს თხელ ფენად გადავუსვათ კარამელი, მოვაყაროთ მიწისთხილი და სქელ ფენად დავადოთ ჩისქეიქის მასა, შემდეგ ფენა დავადოთ და იგივე გავიმეოროთ. ჩისქეიქის მუსს ზემოდან თავი გადაუსწორეთ.

ტორტი შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით, ნამცხვარი დაჭრამდე ერთი საათით ადრე შედგით საყინულეში, როდესაც გამოიღებთ ფრთხილად შემოაცალეთ ლენტი.

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ANNA B
ANNA B
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0