x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ გადავრჩეთ,როცა სიმაღლიდან ვვარდებით
როგორ ფიქრობთ, რა სიმაღლიდან გადმოვარდნაა უსაფრთხო? პირველი სართულიდანაც შეიძლება გადმოვარდეთ და დაშავდეთ, აი, იუგოსლავიელი სტიუარდესა ვესნა ვულოვიჩი კი 10 კმ სიმაღლიდან ჩამოვარდა თვითმფრინავის აფეთქების შემდეგ, მძიმე ტრავმები მიიღო, მაგრამ ცოცხალი გადარჩა და გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ავიაციას დაუბრუნდა.

ამიტომ, გადაჭრით იმის თქმა, თუ რა სიმაღლიდან ჩამოვარდნაა უსაფრთხო-ძნელია. მაგრამ რაც უფრო დიდი სიმაღლიდან ვარდება ადამიანი, ბუნებრივია უფრო მცირდება ცოცხლად გადარჩენის შანსი. ეს რჩევები შესაძლოა დაგეხმარონ და მაქსიმალურად შეამციროთ მოტეხილობების და მძიმე დაზიანებების მიღების რისკი.


როცა ფანჯრიდან ვარდებით

1.ვარდნისას შეეცადეთ მოეჭიდოთ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიგიწვდებათ. ეს რამდენადმე შეანელებს ვარდნის სიჩქარეს. მოეჭიდეთ ყველაფერს, სარეცხის თოკებს, სარეცხს, რაფებს...


image2.შეუძლებლად ჟღერს, მაგრამ შეეცადეთ ვარდნისას მოადუნოთ კუნთები და მოეშვათ. გაგიკვირდებათ, მაგრამ სიმაღლიდან გადმოვარდნისას ყველაზე ხშირად მთვრალი ადამიანები და ჩვილები გადარჩებიან ხოლმე ცოცხლები, რადგან ალკოჰოლი ტვინს თიშავს და კუნთები მოდუნებულია, ჩვილები კი სიტუაციას ვერ იაზრებენ და არ იძაბებიან, თანაც მათი ძვლები ჯერ კიდევ რბილია და კი არ ტყდება, უბრალოდ-დეფორმირდება.

3. მოხარეთ მუხლები-მაგრამ არა ძლიერად და შეატყუპეთ ფეხები, რომ მიწას ორივე კიდური ერთად შეეხოს. შეეცადეთ ფეხის წვერებზე დახტეთ, რომ დარტყმის ამორტიზება მოხდეს. დიდი ალბათობით, ფეხებს მოიტეხავთ, მაგრამ სხვა მძიმე შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ფეხების მოტეხა მათთან შედარებით არაფერია.

არავითარ შემთხვევაში არ გაჭიმოთ ფეხები, არ გაწიოთ განზე ან არ დახტეთ ცალ ფეხზე.

image

4.ვარდნისას თავი ხელებით დაიფარეთ. როცა ფეხებით მიწას შეეხებით, მსუბუქად ახტებით და შემდეგ დაეცემით. შეეცადეთ, რომ ეს დაცემა გვერდულად განახორციელოთ. ხელები, რომლებიც თავზე გაქვთ დაფარებული, თავის ტრავმისგან დაგიცავენ.

image

თვითმფრინავიდან ჩამოვარდნა

როცა 10 კმ სიმაღლიდან ვარდებით, ვარდნა 3-დან 6 წთ-მდე გრძელდება, თქვენი სხეულის სიჩქარე კი თითქმის 200 კმ/სთ-ია. ასეთ პირობებში თქვენი გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს, მაგრამ ცდა მაინც შეგიძლიათ, მით უმეტეს, რომ ისტორიას ახსოვს ადამიანები, რომლებიც 5 და 6 კმ სიმაღლიდან ჩამოვარდნისას ცოცხლები გადარჩნენ.

გადარჩენის შანსი იზრდება, თუ თვითმფრინავის კუდში იმყოფებით. შეეცადეთ სავარძელში ჩაჯდეთ და მაგრად მოეჭიდოთ, შეიკარით ქამარი. ატმოსფეროს ზედა ფენებში საშინელი სიცივე და უჟანგბადობაა, ამიტომ გონს დაკარგავთ, მაგრამ დაბალ ფენებში როგორც კი ჟანგბადს ჩაისუნთქავთ-გონზე მოხვალთ.

image

მათი რიცხვი, ვინც ყოველგვარი სავარძლის და რამე დამხმარე ნივთის გარეშე გადარჩა, ორჯერ უფრო ნაკლებია. თუ თქვენც ასეთ სიტუაციაში მოხვდით, გახსოვდეთ:

მიიღეთ ისეთი პოზა, როგორსაც პარაშუტისტები და სქაიდაივერები იღებენ გადმოხტომის შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად შეანელებს ვარდნის სიჩქარეს.

image

შეეცადეთ მართოთ თქვენი ვარდნა. უკან მისატრიალებლად მოხარეთ მუხლები უკან ისე, თითქოს ტერფებით გინდათ კეფას შეეხოთ. მარჯვნივ რომ იმოძრაოთ-ჩაუშვით მარჯვენა მხარი და სხეული ოდნავ მარჯვნივ გადახარეთ.

შეეცადეთ თავი აარიდოთ წყალში ჩავარდნას. ეს იგივეა, რომ ბეტონს დაასკდეთ. მიმართეთ თქვენი ვარდნა მდელოებისკენ, ბუჩქნარისკენ...

image მას შემდეგ, რაც ჩამოვარდებით, მაშველი ძალის ძებნა უნდა დაიწყოთ, რამდენადაც ამის საშუალებას თქვენი დაზიანებები მოგცემენ.

17 წლის ჯულიანა კეპკე 3 კმ სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემდეგ ამაზონის ჯუნგლებში გადარჩა. მას ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი, ჭრილობებში მატლები გაუჩნდა და მხოლოდ რამდენიმე კანფეტი ჰქონდა ჯიბეში, მაგრამ 9 დღის შემდეგ შეძლო და სამშვიდობოს გავიდა.

ცოდნის გარდა, გამართლებაც საჭიროა, მაგრამ თუ ეს სტატია უკვე წაიკითხეთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი გადარჩენის შანსები უკვე გაიზარდა :)




0
235
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0