x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
თბილისის საბავშვო ბაღების მენიუში ღომი შეიტანეს

image


თბილისის საბავშვო ბაღების მენიუში ღომი და ყველი შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ავრცელებს. ის ფეისბუქში მენიუს სიასაც აქვეყნებს და წერს, რომ როგორც ბაღის თანამშრომლებმა უთხრეს, ბავშვები ღომს არ მიირთმევენ.


„ბაღის მზარეული მეუბნება ეხლა მენიუში ღომი ჩაგვისვეს და 500 ბავშვისთვის ერთდროულად რაფერ გავაკეთოთ, ჩაზელვა უნდა იმას. ვერ ვზილავთ და გამოდის წიწილების საჭმელივით, არ ჭამენ ბაღნები და ვყრითო.... მიამაგრეთ ბაღებს მეგრელები და მოიხსნება პრობლემა. დაატრენინგებენ მზარეულებს და მერე ელარჯიც იქნება, “ - წერს თეონა ჭალიძე.


image

0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0