x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დერია შენი - ვინ არის თურქი მსახიობი ქალი, სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)
image


სახელი და გვარი: დერია შენი
დაბადების თარიღი: 27 იანვარი, 1982 წელი

დაბადების ადგილი: თარსუსი, თურქეთი
ეროვნება: თურქი

პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2009 წლიდან
ზოდიაქო: მერწყული
სიმაღლე: 172 სმ


წონა: 59 კგ


თურქი მსახიობი დერია შენი, დაიბადა თურქეთის ქალაქ თარსუსში, მერსინის პროვინციაში, ემიგრანტების ოჯახში.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, დერიამ უმაღლესი განათლება სტამბოლის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იგი სოციოლოგის პროფესიას დაეუფლა. დერიას ყოველთვის ჰქონდა სურვილი მსახიობი გამხდარიყო. მან ოცნება მოგვიანებით აიხდინა და სოციოლოგიის კურსის დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო თეატრისა და კინოს ფაკულტეტზე. ახალგაზრდა მსახიობი ბევრ მნიშვნელოვან სატელევიზიო პროექტში გადაიღეს.

ქართველმა მაყურებელმა დერია შენი გაიცნო თურქული მრავალსერიანი დრამიდან "ელიფი", სადაც იგი თულაის პერსონაჟს განასახიერებს. სერიალმა მრავალი ქვეყნის მაყურებლის გული დაიპყრო. პროექტი განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ინდონეზიაში, სერბეთში, მაკედონიაში, კოლუმბიაში და ლათინურ ამერიკაში. დერია შენმა, სერიალში "ელიფი" შესრულებული როლით მაყურებლის დიდი სიმპათია და კეთილგანწყობა მოიპოვა. მეგობრების თქმით, დერია რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე კეთილი და პოზიტიურია, როგორც მისი გმირი თულაი.


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დერია შენი და მისი რჩეული, აივაზ აკბაჯაკი, რამოდენიმე დღის წინ დაქორწინდნენ. აივაზი პროფესიით მზარეულია. იგი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მზარეულებს შორის სახელდება. წყვილს ოჯახის შექმნა წელიწადზე მეტია გადაწყვეტილი აქვთ, მაგრამ მათ გეგმებს ხელი დერიას ინტენსიურმა გადაღებებმა შეუშალა სერიალში "ელიფი".



ფილმოგრაფია:


2012 - "Baba Dostu" (Anne)

2012 - "Suskunlar"

2013 - "Vay Başıma Gelenler"

2014-2016 - "Elif" (Tulay)

2015 - "Aşk Nerede" (Bahar)

2016 - "Tutmayın Beni"


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



დერია შენი და აივაზ აკბაჯაკი

image

image


ისაბელა დამლა გუვენილირი, დერია შენი და აივაზ აკბაჯაკი
image



ასევე დაგაინტერესებთ:



ვინ არის ელიფი (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში მელექის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში არზუს გმირი, თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image



ჯანსუ დერე - ვინ არის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი, სერიალიდან "დედა" (+ფოტოები)

image



ბერენ გიოქილდიზი - ვინ არის პატარა მსახიობი, თურქული სერიალიდან "დედა" (ფოტოები)image



გონჯა ვუსლათერი - ვინ არის თურქი მსახიობი ქალი, სერიალიდან "დედა" (ფოტოები)image


ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში "პატარა", თურქული სერიალიდან "ძმა"image



ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image

ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)image





0
222
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0