x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
23 მარტი - მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეა

image

მეტეოროლოგია ეს არის მეცნიერება დედამიწის ატმოსფეროს შესახებ, მისი აგებულების, თვისებებისა და მასში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესახებ; მოძღვრება ამინდისა და მისი წინასწარი გამოცნობის შესახებ.

მეტეოროლოგიური კვლევა ძირითადად ემყარება მეტეოროლოგიოურ სადგურებში მოპოვებულ დაკვირვების მასალას. ეს სადგურები გაერთიანებულია სახელმწიფო მეტეოროლოგიურ ქსელში. მეტეოროლოგია ატმოსფეროს მიმდინარე პროცესების კანონზომიერებებს ხსნის, უპირველეს ყოვლისა, დაკვირვებათა მასალის სტასტიკური ანალიზით. მეცხრამმეტე საუკუნიდან იყენებენ აგრეთვე მეტეოროლოგიური დაკვირვების სინოპტიკური ანალიზის მეთოდსაც, რისთვისაც ყოველდღიურად ადგენენ დაკვირვების ვადების შესაბამის სინოპტიკურ რუკებს.


image

1950 წლის 23 მარტს გაეროს მიერ დაარსებული მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენცია შევიდა ძალაში. ეს დღე მეტეოროლოგიის მსოფლიო დღედ გამოცხადდა და ყოველწლიურად აღინიშნება მთელს მსოფლიოში.

image


მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 189 ქვეყანა, ხოლო საქართველო მმო-ს კონვენციას 1993 წლიდან შეუერთდა. საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური 1844 წელს თბილისის მაგნიტურ-გეოფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე ჩამოყალიბდა.


0
30
3-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა თავართქილაძე1992
ლაშა თავართქილაძე1992
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0