x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იამაიკა - ქვეყანა, სადაც ყოველთვის მშვიდად ხარ

image

იამაიკა მდებარეობს დიდი ანტილიის არქიპელაგში, 144 კილომეტრით სამხრეთით კუბიდან და 160 კილომეტრი დასავლეთით ჰაიტიდან. მისი ტერიტორია არის 11 034 კვადრატული კილომეტრი და ზომით მესამე კუნძულია კარიბის ზღვაში. იამაიკის რელიეფი გორაკ-ბორცვიანია, ღრმა ველებითა და 120 არასანაოსნო მდინარით. სანაპირო ხაზი არის სწორი და ვიწრო კლიმატი ძირითადად ცხელი ტენიანია (ტროპიკული), მთიანეთი კი ცივია.

image

იამაიკის მოსახლეობა 1992 წლის მონაცემებით იყო 2 500 701 ადამიანი. ყოველწლიური საშუალო ზრდა შეადგენს 0.09%-ს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 228 კაცი ერთ კვადრატულ კილომეტრზე. იამაიკის მოსახლეობის 76.3% შავკანიანია, 15.1% აფრო-ევროპელი, 3.2% თეთრკანიანი, 3% აღმოსავლეთ ინდიელი, 1.2% ჩინელი, ხოლო 1.2% სხვა ეთნოსისა. დაახლოებით 22 000 იამაიკელი ემიგრირებს ყოველ წელს და დაახლოებით ნახევარი მილიონი ცხოვრობს ამჟამად აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში.

იამაიკის დედაქალაქია - კინგსტონი.

image

იამაიკის ეკონომიკის საფუძველს ძირითადად წარმოადგენს ბოქსიტის მოპოვება, სოფლის მეურნეობა და საერთაშორისო ტურიზმი.

image

იამაიკაში ტურისტებისთვის მოიპოვება ისეთი ადგილები სადაც ისინი ნამდვილად შეძლებენ დასვენებას.

imageimage

ბობ მარლი მსოფლიო ლეგენდა, რომელიც იამაიკელების ნამდვილი ღმერთია.

image

0
312
3-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა თავართქილაძე1992
ლაშა თავართქილაძე1992
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0