x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
გაიგეთ როდის და რა პირობებში დაარსდა პირველი ქართული გაზეთი, რა სახელწოდებას ატარებდა იგი?

იდეა პირველი ქართული გაზეთის გამოცემის შესახებ გაჩნდა 1818 წელს, 1819 წელს კი ინიციატორებმა გაავრცელეს განცხადება ყოველკვირეული გაზეთის გამოცემის შესახებ. მოცემული ცნობა შეიცავდა ცნობებს- როდის გამოვიდოდა პირველი ნომერი, რა სახელწოდება ექნებოდა, კვირაში რამდენჯერ გამოვიდოდა და ა.შ.image

მიიჩნევენ, რომ საქართველოში პირველი გაზეთის დაარსება რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა და იკვეთებოდა ის მიზნები, რომლებიც რუსეთს უნდა განეხორციელებინა ახლად შემოერთებულ მხარეში. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროს რუსული ჯერ სათანადოდ არ იციდა ქართულმა მოსახლეობამ, ქართულ ენაზე გაზეთის დაბეჭდვა ხელს შეუწყობდა რუსეთის ინტერესების გავრცელებას საზოგადოებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი ქართული გაზეთის გამოცემის სათავეში იდგა ალექსი ერმოლოვი, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სისასტიკითა და ჩვენი ქვეყნის რუსიფიკაციის უკიდურესი ძალადობრივი მეთოდებით გამოირჩეოდა. ქართველი ხალხის მიმართ უაღრესად დიდ ზიზღს გამოხატავდა, აქედან გამომდინარე რასაკვირველია ასეთი ადამიანი არ დააარსებდა ისეთ გაზეთს, სადაც ქართველთა ეროვნული ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული.image
1819 წლის 8 მარტს გამოვიდა პირველი ქართული პერიოდული გამოცემა - "საქართველოს გაზეთი", რომელიც შედგებოდა 4 გვერდისგან. მოცემული გაზეთი თა დაპირველად იწერებიდა რუსულად, ხოლო შემდეგ ითარგმნებოდა ქართულად. გაზეთის გამოცემისას მოქმედებდა ცენზურა.image1821 წელს პირველი ქართული გაზეთი დაიხურა . გაზეთის არსებობა შეიძლება ითქვას რუსეთის ერთ-ერთი ცდა იყო იმის გასარკვევად, თუ რა გასაქანი შეიძლებიდა ჰქონოდა საქართველოში ამ კუთხით. მართალია მოცემული გაზეთი რუსეთის იდეოლოგიის გავრცელებას ისახავდა მიზნად, მაგრამ უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ ჟურნალისტიკას.


0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0