x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თქვენი კომპიუტერი ნელა მუშაობს ? რამდენიმე რჩევა მის ასასწრაფებლად

image
მოგესალმებით, ამ სტატიაში მოგცემთ მცირე რჩევებს რათა თქვენმა კომპიუტერმა შეძლოს შედარებით სწრაფად მუშაობა.


არაფერია იმაზე საშინელი როდესაც თქვენი კომპიუტერი ნელა მუშაობს, მიტუმეტეს მაშინ როდესაც ის გჭირდებათ.
იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ახალი კომპიუტერის ყიდვა, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას კომპიუტერის სწრაფად მუშაობისთვის.

წაშალეთ პროგრამები რომლებსაც არ იყენებთ.
ახალი თაობის კომპიუტერები ხშირად ტვირთავენ პროგრამებს რომლის შესახებაც შეიძლება არაფერი იცოდეთ და არ იყენებდეთ.
ზოგიერთი პროგრამა აწარმოებს მალულ პროცესებს, როდესაც შეიძლება ისინი ჩართულიც კი არ გვქონდეს.

გახსენით პროგრამებისა და ფუნქციების გვერდი კონტროლ პანელში, გადაავლეთ თვალი დაინსტალირებულ პროგრამებს და აუცილებლად წაშალეთ ისეთი პროგრამები რომლებსაც არ საჭიროებთ და არ იყენებთ, მაგრამ ფრთხილად იყავით არ წაშალოთ საჭირო პროგრამები, როგორც წესი მათ სახელებში შეგხვდებათ თქვენი კომპიუტერის სახელი ან სახელწოდება "Microsoft".
თუ არ ხართ დარწმუნებული რომ სწორად წაშლით პროგრამებს სცადეთ პროგრამა "PC Decrapifier" რომელიც უფასოა არაკომერციული გამოყენებისთვის.

წაშალეთ ყველა ვირუსული/დროებითი ფაილი, ეს ფაილები იკავებენ ძალიან დიდ ადგილს თქვენს მყარ დისკზე, ფაილებში ასევე შედის თქვენი ბრაუზერის ისტორიები, მსგავსი ფაილების წაშლის შემდეგ დისკზე დატვირთვა იხსნება და კომპიუტერი აჩქარდება.
მსგავსი ფაილების სანახავად გახსენით ფოლდერი: "My Computer" აირჩიეთ მთავარი დისკი მაგალითად "C", შემდეგ შედით ფოლდერში "Windows" და ბოლოს ფოლდერში "Temp", სადაც დაგხვდებათ გასაწმენდი და ზედმეტი ფაილები.
თუ შეგიძლიათ დაამატეთ მყარი დისკი, ის არ ღირს იაფი, მაგრამ მისი დამატების შემდეგ საგრძნობლად მოიმატებს თქვენი კომპიუტერის სიჩქარე.

0
135
2-ს მოსწონს
ავტორი:ბექა ც
ბექა ც
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0