x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორ ხდებოდნენ ნორმალური ადამიანები მკვლელები – ბრბოს ფსიქოლოგია (ტრაგედია პოლონეთში)

კრაკოველი პნინა შპინგარნი მოგვითხრობს: "ორი დიდი ნაწნავი მქონდა. ერთში დედამ ორი ბრილიანტი, ხოლო მეორეში- შხამი დამალა. მაგრამ, ოსვენციმში მომაჭრეს ორივე ნაწნავი. მწარედ ვტიროდი. მაშინ ერთმა ტყვემ დამამშვიდა: "თუ თავს შეინარჩუნებ, ნაწნავები კიდევ გაგეზრდება". ბანაკის შემდეგ კრაკოვში დავბრუნდი, სადავ ოჯახის არცერთი წევრი ცოცხალი არ დამხვდა. ჩვენი სახლი კი მეზობლებმა დაიკავეს.



image

ფოტოზე: ებრაელები, რომლებიც გეტოდან ტრებლინკას სიკვდილის ბანაკში მოიყვანეს (ავტორი უცნობია)




ქუჩაში ჩემი პოლონელი კლასელი შემხვდა.


– მეგონა, ყველა მოგკლეს, – გაუკვირდა მას. – თურმე, აი კიდევ რამდენი დარჩენილხართ! თქვენი ადგილი პალესტინაშია"."


კარაკოვსა და ვარშავას შორის მდებარე პატარა ქალაქ კელცეს მცხოვრებლებიც გაოცებული იყვნენ. დაეუფლნენ რა ებრაელების ქონებას, ბევრი ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ ებრაელები დაბრუნდნენ და შესაძლო იყო მოპარული ქონების დაბრუნებაც მოეთხოვათ.




ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, გერმანელების საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენილი ებრაელები ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი საშინელი უკან დარჩა. კელცეში ისინი სულ რაღაც 250 იყვნენ და ყველა ცხოვრობდა ქალაქის ცენტრში პლანტის ქუჩაზე, სამსართულიან საერთო სახლში, ნომერი 7. (ემზადებოდნენ ერეც-ისრაელში რეპატრიაციისთვისო).


image


ფოტოზე:სახლი 7 პლანტის ქუჩაზე, სადაც განთავსებული იყო ებრაული კომიტეტი და ორგანიზაცია "სიონისტი ახალგაზრდები"


1946 წლის 4 ივლისი ჩვეულებრივი ცხელი დღე იყო. მოულოდნელად სახლის გარშემო პოლონელების ბრბო გაჩნდა. აღგზნებულები ჭორებით - ბავშვის დაკარგვის თაობაზე, რომელიც თითქოსდა მოიტაცეს ებრაელებმა და მოკლეს, რათა მისი სისხლით "მაცუ" მოეზილათ.




ჭორი წამოვიდა მას შემდეგ, როდესაც ლოთი მეწაღის ცხრა წლის ბიჭმა ჰენრიკ ბლაჟეკმა, შეეშინდა რა მამის რისხვის, არ უთხრა, რომ მისი ნებართვის გარეშე იყო წასული მეზობელ სოფელში ნათესავებთან. როდესაც მამა შეეკითხა: " სად დაეთრეოდი მთელი ღამე? შენ რა, ებრაელებმა ხომ არ მოგიტაცეს?" – შვილმა დაუფიქრებლად დაუქნია თავი. მილიციაში, სადაც ის დილითვე მიიყვანა მამამ, ბიჭმა დაამატა, რომ ებრაელებმა სარდაფში ჩაკეტეს და აწამებდნენ მანამდე, სანამ გამოქცევას მოახერხებდა.



ის, რომ ბიჭი ცოცოცხალი და ჯანმრთელია, ხოლო შვიდ ნომერ სახლს სარდაფი საერთოდ არ აქვს, არავინ შეუშფოთებია. გლეხების, მუშების და დიასახლისების ბრბოს, ებრაელების სისხლი სწყუროდათ. ფანჯრებს ქვები დაუშინეს. გაისმა ჩამსხვრეული მინების ხმა.


შეშინებულმა ებრაელთა კომიტეტის თავჯდომარემ, დოქტორმა კახანემ პოლიციაში დარეკვა სცადა. მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. ებრაელები უფრო მეტად შეაშინა იმან, რომ ადგილზე მისული პოლიციელები და ჯარისკაცები იმის ნაცვლად, რომ ებრაელები გადაერჩინათ, ამბოხებულებს შეუერთდნენ.



ერთმა პოლიციელმა კარებში მდგარ ორ ახალგაზრდა ებრაელს ხელი ჩაავლო და ბრბოსკენ უბიძგა. რამდენიმე წუთში ისინი ჩაქოლეს და მთელი ეს ბრბო შენობაში შეცვივდა.




პარტიზან- ებრაელებს, რომლებსაც იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდათ, ჰაერში სროლა დაიწყეს იმ იმედით, რომ ხალხს შეაშინებდნენ. მაგრამ, ამანაც არ იმოქმედა ბრბოზე.




მეორე სართულზე ცხოვრობდნენ ახალგაზრდები, რომლებიც კიბბუცში (სოფლის მეურნეობის კომუნა -ხასიათდება საერთო საკუთრებით, შრომისა და მოხმარების განაწილებით) წასასვლელად ემზადებოდნენ.




image



ისინი ერთმანეთის მიყოლებით მოკლეს და ფანჯრიდან გადაყარეს ბრბოში, სადაც გვამები ნაკუწებად აქციეს. პატარა ბავშვებს აივნებიდან ყრიდნენ. ჩვილებს კედლებზე უმსხვრებდნენ თავებს.


დარბევის დროს მეზობელი ქარხნის მუშებიც მოვიდნენ, რომლებსაც ხელები ექავებოდათ მკვლეობებში მონაწილობისთვის.



ებრაელი ოფიცერი ცდილობდა ამ სასაკლაოს შეჩერებას, მაგრამ ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს ბრძანების შესრულებაზე და დაემუქრნენ, რომ მასაც მოკლავდნენ. ასეთივე მუქარა მოისმინა მღვდელმაც, რომელიც ბრბოს დაშოშმინებას ცდილობდა.


ეს დარბევა გრძელდებოდა დილის ათი საათიდან საღამოს ოთხ საათამდე, ვიდრე ჯარის სპეციალური დანაყოფები არ მოვიდნენ და ბრბო არ დაშალეს.




შენობაში ორმოცდაორი გვამი იპოვეს. მრავალი დაღუპულის ამოცნობა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ მათი სახეები საშინლად იყო დასახიჩრებული. დარბევაში პოლიციელების და ჯარისკაცების მონაწილეობის ფაქტმა დაბადა ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო პოლონეთის ხელისუფლების არა მხოლოდ მდუმარე თანხმობით, არამედ მათი ინიციატივით. ეს ვარაუდი გამყარდა მას შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ დარბევაზე პასუხისმგებლობა „სიონისტურ შეთქმულებას“ დააკისრა პოლონეთიდან ებრაელების ემიგრაციის დაჩქარების მიზნით.




1945 წლის 8 მაისიდან 1946 წლის ბოლომდე პოლონეთის ქალაქებში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით 2 000-ზე მეტი ებრაელი მოკლა. ისინი ჩაქოლეს ქვებით და მოკლეს დანებით.




კელცეში განხორხიელებული ყველაზე სისხლიანი დარბევის შემდეგ პოლონეთი 150 ათასმა ებრაელმა დატოვა.


დაჩქარებული წესით ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა სიკვდილი მიუსაჯა ცხრა პოლონელს, რომლებიც ათ დღეში დახვრიტეს. ამის შემდეგ კელცეს დარბევის საქმე სწრაფად მიჩქმალეს.



მხოლოდ ორმოცდაათი წლის შემდეგ, 1996 წელს, პოლონეთის პროკურატურამ გადაწყვიტა მოეწყო განმეორებითი პროცესი, მაგრამ ამჯერად ბრალდებულთა სკამი ცარიელი იყო.




ისრაელში მცხოვრებმა გადარჩენილმა თვითმხილველმა ებრაელებმა ჩვენების მიცემა თელ-ავივის მსოფლიო სასამართლოში ამჯობინეს იმისთვის, რომ პოლონეთში არ წასულიყვნენ.



ხოლო, ლოთი-მეწაღის შვილი ჰენრიკ ბლაჟეკი, მუშაობდა რა სკოლის დარაჯად, მრავალი წელი დადიოდა პლანტის ქუჩაზე, სადაც მისი მიზეზით პოლონელებმა 42 უდანაშაულო ებრაელი მოკლეს .



image

1990 წელს გახსნილი ძეგლი (დარბევის მსხვერპლთა ხსოვნის)






image


Vesty.co.il იუწყება, "პოლონელი ხალხი უნდა დაფიქრდეს, როგორ მოხდა, რომ გერმანელებმა საჭიროდ ჩათვალეს სიკვდილის ყველა ბანაკი მხოლოდ მათ მიწაზე განეთავსებინათ. და არსად სხვაგან". ამგვარად გამოთქვა თავისი აზრი ისრაელის რავინმა მეირ ლაუმ, "ად ვაშემ"-ის საბჭოს უფროსმა Ynet-თან მიცემულ ინტერვიუში ( 27 იანვარს სეიმის მიერ მიღებულ ახალ პოლონურ კანონთან დაკავშირებით).




პავინი ლაუ, პოლონეთის მკვიდრია, ტრებლინკის და ბუხენვალდის ყოფილი ტყვე. მან ხაზგასმით თქვა, რომ ისტორიას ვერ შეცვლი: " დიდი სურვილის მიუხედავად წარსულს ვერ შეცვლი. თქვენ შეგიძლიათ ის დაამახინჯოთ, მაგრამ ეს რეალობას ვერ შეცვლის. ისინი, ვინც პოლონელებს "საბოლოო გადაწყვეტილებაში" ადანაშაულებს ან განადგურების ბანაკების შექმნაში, უსამართლონი არიან არა მხოლოდ პოლონელი ხალხის მიმართ, არამედ ჭეშმარიტების მიმართაც.


სიმართლე ისაა, რომ საბოლოო გადაწყვტილება ჩაფიქრებული და განხორციელებული იყო ნაცისტების მიერ ნაცისტურ სიკვდილის ბანაკებში.


მაგრამ პოლონელი ხალხი უნდა დაფიქრდეს, რატომ ჩათვალეს საჭიროდ გერმანელებმა სიკვდილის ყველა ბანაკი მათ მიწაზე განეთავსებინათ. მხოლოდ მათ მიწაზე, და შეგახსენებთ ოსვენციმ-ბირკენაუ, ტრებლინკუ, მაიდანეკ, ბელჟეც, სობიბორ და ხელმნო. ყველა ეს- სიკვდილის ფაბრიკაა – და ყველა პოლონეთის პიწაზე."

მან განმარტა, რომ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკები მოქმედებდნენ სხვა ქვეყნებშიც. იქაც ადამიანები საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ, მაგრამ არსად იყო გაზის კამერები და არ მუშაობდა " სიკვდილის კონვეიერი".



" ტერეზიენშტსდტი ჩეხეთში, მაუტჰაუზენი ავსტრიაში, ტრანსნისტრია, პონარი ლიტვაში და რა თქმა უნდა ბუხენვალდი, ბერლენ - ბელზენი, დაჰაუ - გერმანიაში – ყველა ესე, საკონცენტრაციო ბანაკებია. მაგრამ არა განადგურების ბანაკები, რომლებიც მხოლოდ პოლონეთსი იყო შექმნილ", .

გაიმეორა რავინმა.




იხილეთ ასევე:

1. ებრაელი ბიჭუნა 6-ჯერ გადაურჩა გაზის კამერაში სიკვდილს...

image

2. ათასობით ბავშვი ორგანოებითვის!!! (უსაშინლესი სიმართლე!!!)

image

0
766
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
766
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0