x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახალი ვირუსი, რომელიც ძალიან ჰგავს გრიპს- რა საფრთხეს შეიცავს ადენოვირუსი?
ზამთარი ყველაზე ცუდი პერიოდია ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით. ქუჩაში, თითქმის ყოველი მეორე ხველითა და დახშული ცხვირით დადის, რაც შიშს გვგვრის, რომ ინფექცია თუ გრიპი ჩვენც გადაგვედება.


გავრცელებული ინფორმაციით გვაფრთხილებენ, რომ ახალი ვირუსი მძვინვარებს, რომელიც ძალიან გავს გრიპს, თუმცა ასე არაა. ის ადენოვირუსის სახელითაა ცნობილი და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებსა და ადამიანებში, რომელთაც იმუნური სისტემა აქვთ დაქვეითებული.


image


ადენოვირუსის ინფექციების ძირითადი სიმპტომებია:



● ცხელება.

● ყელის ტკივილი.

● დახშული ცხვირი.

● ხველა.

● ყურის ტკივილი.

● დიარეა.


სპეციალური დიაგნოსტიკისა და ტესტების გარეშე ძნელია გაარჩიოთ ადენოვირუსი, ტუპიური გრიპისგან. ამიტომ პაციენტებისთვის რეკომენდაცია სტანდარტულია: უნდა გამოიყენონ სიცხის დამწევი პრეპარატები, დასვენება და ჭარბი სითხის მიღებაც აუცილებელია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ყურისა და თვალის წვეთების გამოყენება.

image

image


მსგავსი ვირუსით 2012 წელსაც დაინფიცირდა ხალხი. ვირუსის გართულებული ფორმა კი New Yorke-ს მცხოვრები, 43 წლის ქალბატონის შემთხვევაში დაფიქსირდა. ვირუსის ფონზე მას განუვითარდა პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა, რის გამოც სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დადგინდა, რომ თავის ტვინის შეშუპებაც დაეწყო. საათების განმავლობაში სუნთქვის მართვით აპარატზე იმყოფებოდა, რეაბილიტაცია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მას შემდეგ, დღემდე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მუდამ აქვს. არადა, როგორც თავად იუწყება, ადენოვირუსით დაინფიცირებამდე, არაფერი აწუხებდა.


image


ადენოვირუსი, ერთ-ერთი საშიში ვირუსია, რომელსაც ხშირად გრიპისგან ვერ არჩევენ და გართულების გამო ბევრი იღუპება. ამერიკის ჯანდაცვის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად, ადენოვირუსისგან 12 000-დან 50 000-მდე ადამიანი იღუპება.


ვირუსის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით, თუმცა, რადგან ადენოვირუსის გავრცელების სეზონებია ზამთარი, გაზაფხული და ზაფხულის საწყისი, მოგვიწოდებენ ხშირად ვიბანოთ ხელები საპნით, გავანიავოთ ოთახი და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.



P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ!




იხილეთ აგრეთვე:


რომელი "ტემპერატურაა" (სიცხე) საშიში? ეს უნდა იცოდეთ!image




ახალი ვირუსი გზაშია, რომელიც "მენინგიტსა და ენცეფალიტს" იწვევს. როგორ დავიცვათ ბავშვები?image




თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ასე არასოდეს მოიქცეთ!image




დაამარცხეთ ყელის ტკივილი და ანგინა მხოლოდ 4 საათშიimage




როგორ ავიცილოთ თავიდან ამ შემოდგომას მოსალოდნელი გრიპი და გაციება?image




საშინელი ვირუსი, რომელმაც უამრავი ბავშვი დააინფიცირა. როგორ ვუმკურნალოთ და რა ფაქტორების გათვალისწინება გვმართებს ინფიცირების შემთხვევაში?image




ეს 8 ვიტამინი საშიშია! ნუ მიიღებთ მათ, თუ...image




თუ ცხვირი გაქვთ დახშული და ვერ სუნთქავთ, ეს აუცილებლად გამოგადგებათ image




15 პრეპარატი, რომლებიც არაფერს კურნავს!image

0
2177
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0