x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ყველაზე ძუნწი ვარსკვლავები

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი თვისება არის სიძუნწე. რა თქმა უნდა, ამაში არ იგულისხმება ხელმომჭირნეობა და ეკონომიური ხარჯვა სოციალური სტატუსიდან გამომდინარე.

არადა ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ცნობილ ვარსკვლავე, რომლებსაც აუარებელი შემოსავალი აქვთ, გულუხვები არიან ბუნებით, მართლაც, ამის უამრავი მაგალითი არსებობს შოუ-ბიზნესის ისტორიაში, დაწყებული ვთქვათ ელვის პრესლით, რომელმაც არა მარტო მშობლებს და ნათესავებს უყიდა ბინები, არამედ მეგობრებსაც კი საჩუქრად ავტომობილები დაუყენა და სულ ახლახან რეპერი დრეიკით დამთავრებული, რომელმაც მილიონამდე დოლარი დაურიგა გამვლელებს.

მაგრამ არიან ვარსკვლავები, რომელთა წუწურაქობა უკვე კარგა ხანია ცნობილია.


1) ჯეიფერ ლოპესი-ჯენიფერ ლოპესი რომ საოცრად ძუნწია, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია, ერთ მაგალითს მოვიყვანთ, ბენ აფლეკთან ერთად ერთხელ კაზინოში 10 000 დოლარი მოიგო, ბენმა ჩაის სახით დილერს 500 დოლარიანი ჟეტონი აჩუქა, მაგრამ ჯენიფერმა ბენს გამოგლიჯა ჟეტონი და კრუპიეს 50 დოლარიანი მიუგდო. შეგახსენებთ, 2013 წლისთვის მისი შემოსავალი 250 მილიონი დოლარი იყო.


image

2) ვიქტორია ბეკჰემი-ცნობილი ფეხბურთელის ცოლის და "სპაის-გერლზის" ყოფილი სოლისტი საკმაოდ ძუნწია, ეს დიდი ხანია იცის სასტუმროების და რესტორნების მომსახურე პერსონალმა. მეტიც, როდესაც სილამაზის სალონში შედის, სტილისტებს სთავაზობს თანხის გადახდის სანაცვლოდ, იგი სარეკლამო ბუკლეტებზე გამოიყენონ, როგორც ცნობადი პიროვნება, საჩუქრების დარიგების მხრივ კი, არა თუ ნათესავებს, ქმარსაც კი იშვიათად ჩუქნის რამეს.

image

3)გვინეტ პელტროუ-როგორც ოფიციანტები აცხადებენ, მათ არ ახსოვთ ოდესმე მსახიობს "ჩაი" დაეტოვებინოს.

image

4)ბრიტნი სპირსი-აქ კიდევ უფრო მძიმედაა საქმე, არა თუ ზედმეტის დატოვება, როდესაც ფულის გადახდის დრო დგება უმეტესი შემთხვევა სკანდალით და დებოშით მთავრდება.

image

5)მადონა-პოპ-დივა რომ ძუნწი და წუწურაქია დიდი ხანია ცნობილია, განსაკუთრებით დიდ სიძუნწეს კოლექტივის წევრების მიმართ იჩენს, ეს იქნება მოცეკვავე, ხმის ინჟინერი თუ სცენის მუშა.

არ დაგვავიწყდეს მისი ღვიძლი ძმაც, ენტონი ჩიკონეც, რომელიც 7 წლის განმავლობაში ქუჩის მაწანწალა იყო და მისი "სახლი" მიჩიგანის ხიდის ქვეშ იყო, 2014 წელს მადონამ უარი თქვა დაეფინანსებინა ძმის მკურნალობა, ენტონი მხოლოდ გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა სახლს.

image

6)მიკ ჯაგერი-მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი როკ-ჯგუფის, "როლინგ სტოუნზის" სოლისტმა საერთოდ გარეკა და ავტოგრაფებში თანხას ითხოვს, პრინციპი ასეთია:ქვითარზე, ხელსაწმენდზე თუ სიგარეტის კოლოფზე მისი ხელისმოწერით მფლობელი გაყიდის და ოდესმე კარგ ფულს იშოვის;არც ქალების მიმართ გამორჩევა დიდი ყურადღებით საჩუქრების და სუვენირების თვალსაზრისით, ამას ადასტურებენ ის ქალებიც, რომლებთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა.

image

7)ჯენიფერ ენისტონი-სახლში აუტანელია, ყოველ ანთებულ ნათურას თუ ელექტომოწყობილობას ამოწმებს, შემთხვევით უქმად ჩართული ხომ არ არის, ყველა ხარჯებს დაწვრილებით აფიქსირებს, იქნება ეს წყალი თუ სხვა კომუნალური გადასახადი, არც მაღაზიებში გამოირჩევა დიდი მყიდველობით:მხოლოდ ფასდაკლებით აქციების დროს ან იაფი მაღაზიები.

image

8)აშერი-ცნობილ რეპერს რატომღაც "ფული არასდროს არ აქვს თან" და კაფეში თუ რესტორანში სულ სხვის ხარჯზე ქეიფობს.

image

9)პოლ მაკარტნი-მუსიკოსი, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია მსოფლიოში, (2015 წლისთვის მისი შემოსავალი 1, 1 მილიარდი დოლარი იყო)ამასთანავე დიდი ხანია ცნობილია, რომ საკმაოდ ძუნწია, საერთოდ მის საჩუქარი ფაქტობრივად არავის ახსოვს, "ავიწყდება" ახლობლების დაბადების დღეები, ხოლო მის მიმართ გაწეული რაიმე სამსახურის გადახდა ბოთლი ლუდით გამოიხატება.

image

imageიხილეთ აგრეთვე

image

5
3539
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3539
  
2018, 3 მარტი, 19:41
როგორ მძულს ძუნწი ადამიანები, გინდ გოგო იყოს და გინდ ბიჭი. გასაგებია რომ ადამიანმა ფულის ყადრი უნდა იცოდეს და უაზროდ არ ფლანგოს. ანუ რაღაც მხრივ ხელმომჭირნე უნდა იყოს, მაგრამ ზღვარს გადასული სიძუნწე უკვე მეტისმეტია რა.
2018, 22 თებერვალი, 14:46
პოლ მაკარტნი წლებია ფეხით ან ომნიბუსით დადის. საკუთარი მანქანაც კი არა ყავს.
2018, 21 თებერვალი, 23:18
ბრიტნი სპირსი როგორ დაუშნოებულა...შემეშინდა :)
2018, 21 თებერვალი, 18:25
რას იზავ მეჯღანუაშვილები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან)))
2018, 21 თებერვალი, 18:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5