x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„არ ვთვლი, რომ „იმედში“ და „იბერიაში“ შეჭრა დანაშაული იყო... ეს იყო შეცდომა,“ - ოთო კახიძე
image


„ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტარი ოთო კახიძე ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიებში შეჭრაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს წინა ხელისუფლების შეცდომა იყო. ამის შესახებ კახიძემ ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა, რომელიც 14 წლის წინ ხელისუფლების შტურმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა.


„მე არ ვთვლი, რომ ეს იყო დანაშაული, დანაშულის დადგენა ეს არის პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივა. თუმცა ეს არ ყოფილა დანაშული, ეს იყო შეცდომა“, - განაცხადა კახიძემ.


ამაზე გადაცემის წამყვანი არ დაეთანხმა, გიორგი გასვიანმა კახიძეს მკაცრი პასუხი გასცა: „მე არ ვაპირებ ახლა ამაზე ვიკამათო, მედიაში შეჭრა ყოველთვის არის დანაშაული. მე ამას ჩემი პოზიციიდან გეუბნებით, თქვენს ამომრჩეველთან კი თქვენ უკვე აგეთ პასუხი“.



ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე სასამართლო პროცესი კიდევ გრძელდება. მან მაუწყებლობა 12 წლიანი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ კეთილი ნების გამოხატვის შემდეგ აღადგინა. მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილებმა „იმედი“ დაიბრუნეს, მეორე სამაუწყებლო სიხშირე, რომელიც თავიდან „იბერიას“ ეკუთვნოდა, მის თავდაპირველ მფლობელს დაუბრუნეს.

1
89
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
89
  
2018, 21 თებერვალი, 14:41
ეს ლაწირაკი იურისტია და კერძო საკუთრებაში უსანქციოდ შეჭრა დანაშაული რომაა, თურმე არ იცის!
0 1 1