x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
დინოზავრები (ნაწილი მესამე)
დინოზავრები


1) აეოლოზავრი ანუ აეოლუსის ხვლიკი ცარცული ერის პანპანიურ პერიოდში, 83, 6 - 72 მილიონი წლის წინ არსებობდა სამხრეთ ამერიკაში. განამარხებული ნარჩენები აღმოჩენილია ბრაზილიაში და არგენტინაში. ზრდასრულის ზომა შეადგენდა მინიმუმ 14 მეტრს სიგრძეში. იყო ბალახისმჭამელი.


ეოლოზავრი. დინოზავრი.

ეოლოზავრი. დინოზავრი.





2) აეროსტეონი (ჰაეროვანძვლიანი) მტაცებელი, ხორცისმჭამელი დინოზავრი, რომელიც ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში ცარცული ერის სანტონიურ პერიოდში, 86, 3 - 83, 6 მილიონი წლის წინ. მისი განამარხებული ძვლები აღმოჩენილია არგენტინის ტერიტორიაზე. სიგრძეში იზრდებოდა 9 მეტრის, სიმაღლეში კი სამ მეტრზე მეტი.


აეროსტეონი. დინოზავრი.


აეროსტეონი. დინოზავრი.




3) აეროზავრი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში კარბონული ერის გჟელიანური პერიოდის დასაწყისიდან პერმული ერის როადულ პერიოდამდე ანუ 303, 7 - 268, 8 მილიონი წლის წინ. განამარხებული ძვლები აღმოჩენილია აშშ-ს ტერიტორიაზე, ნიუ მექსიკოში, აბო კატლერის ფორმაციაზე. დიდი ალბათობით ინსექტივორი ანუ მწერიჭამია იყო, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელია. იზრდებოდა 75 -დან 100 სმ-მდე სიგრძის.


აეროზავრი





4) აფროვენატორი (აფრიკული მონადირე) ბინადრობდა აფრიკაში იურული ერის ბათონიური პერიოდიდან ოქსფორდულ პერიოდამდე ანუ 168, 3 - 157, 3 მილიონი წლის წინ. განამარხებული ძვლები აღმოჩენილია ნიგერში, აბაკაში, ტიურარენის ფორმაციაზე. იზრდებოდა 7-8 მეტრის სიგრძის.


აფროვენატორი


აფროვენატორი. დინოზავრი



5) აგათაუმასი (დიდი საოცრება) ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში ცარცული ერის მაასტრიხტულ პერიოდში ანუ 72.1 - 66 მილიონი წლის წინ. განამარხებული ძვლები აღმოჩენილია აშშ-ში, ვაიომინგის შტატში, ლენსის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი და იზრდებოდა დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის.


აგათაუმასი. დინოზავრი







ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
57
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0