x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რატომ უწოდეს ფუტკრის რძეს "სამეფო ჟელე" და რა დაავადებებს კურნავს ის

ფუტკრის რძე, ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის. ეს არის ნივთიერება, რომელსაც ფუტკარი ზედა ყბის და საყლაპავი ჯირკვლიდან გამოყოფს.ფუტკრის რძე ძვირფასი ნივთიერებაა და მას უამრავ ქვეყანაში მოიხმარენ. ჩინურ მედიცინაში დიდი ხანია ინიშნება სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის. ინდოეთში კი ახალგაზრდული ენერგიის შესანარჩუნებლად. ეგვიპტეში ფარაონებიც მოიხმარდნენ, იგი ხელს უწყობდა, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას. დედოფალი დიანა ორსულობის დროს მოიხმარდა, დედოფალი ელისაბედი და მათი შთამომავლებიც ფუტკრის რძეს იყენებდნენ და სწორედ ამიტომ უწოდეს მას ''სამეფო ჟელე''

image

ფუტკრის რძე შეიცავს უამრავ ვიტამინს და პროტეინს, მისი მოპოვება რთულია, მოითხოვს ყურადღებას და სიზუსტის დაცვას. ფუტკრის რძე გვხვდება კაფსულების, მალამოების სახით და შეგვიძლია დაუმუშავებელი სახითაც გამოვიყენოთ.

ფუტკრის რძე კურნავს: გულ–სისხლძარღვთა დაავადებას, არტერიულ წნევას, ანემიას, აბალანსებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ჰემოგლობინის ნორმალიზებას, აქრობს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს რკინის ნაკლებობის შევსებას, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც შეუძლია ფუტკრის რძემ ებრძოლოს.

აი, ასეთი ბუნებრივი ანტიდოტი გვაქვს, ბუნება ხომ თვითონაა საუკეთესო მკურნალი და ფარმაცევტი.

0
326
15-ს მოსწონს
ავტორი:კიკო კოკი
კიკო კოკი
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0