x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ინსპექტირების დროს, მესაზღვრეები უკან აბრუნებენ

უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოში, სახელმწიფო მესაზღვრეები ინსპექტირებისას, სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დოკუმენტების გადამოწმების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც ხელთ აქვთ ყოველგვარი საბუთი, სახელმწიფო კანონის შესაბამისად: ორმხრივი ავია ბილეთი.


სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი, ვიზა, ქვეყნის და კანონის შესაბამისად, გარკვეული ქვეყნების მოქმედი ბინადრობის მოწმობები, რომელიც ათავისუფლებთ მათ ვიზისგან. ბოლო ორი თვის მანძილზე, მაშინ როდესაც, საქართველო და ტურიზმის ფედერაცია კოლოსალურ თანხებს ხარჯავს ჩვენი ქვეყნის რეკლამირებაზე, ადგილობრივი მესაზღვრეები უკან აბრუნებენ ტურისტულ ჯგუფებს, მათ უმოწყალოდ ექცევიან, ძალიან დიდ რასიზმს აქვს ადგილი, ამას უკვე უამრავი ტურისტი ადასტურებს. ჩვენი ქვეყნის მესაზღვრეები უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს. სრულიად უმიზეზოდ, ისე რომ მათ განმარტებებსაც არ აძლევენ რის გამო ეთქვათ უარი სახელმფიფო საზღვრის გადმოკვეთაზე. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ჯავშნები უქმდება თავად, უცხოელების მიერ ინფორმაციის გადინების ხარჯზე, ამ ფაქტს ადასტურებენ კერძო სექტორში, ტურისტული კომპანიები.


ისინი ადასტურებენ რომ, უცხოურმა ტურისტულმა კომპანიებმა აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან გააუქმეს ხელშეკრულებები და ჯავშნები. საქართველოში ამ პრობლემამ უკვე ორი თვეა მოიცვა საქართველო და ახლო აღმოსავლეთი. კერძო სექტორის წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან განმარტებებს ელიან. ასე თუ გაგრძელდა ეს პირველ რიგში ქვეყნის, ხოლო შემდგომ კერძო სექტორს მკვეთრად დააზარალებს. რადგან არაფერია ისე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიური წინსვლისთვის როგორიც ტურიზმია.


უცხოელები საქართველოშიუცხოელები საქართველოში

2
40
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო სოიტაშვილი
ნინო სოიტაშვილი
40
  
2018, 20 თებერვალი, 9:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 19 თებერვალი, 20:55
ასე ზოგადად საუბარი არ შეიძლება... კონკრეტული ფაქტები უნდა დასახელდეს, თანაც ავტორი არ უნდა გამოხატავდეს საკუთარ მოსაზრებებს
0 1 2