x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
როგორ დავიცვათ ბავშვები სიგარეტისგან, ალკოჰოლისგან და ნარკოტიკისგან

როგორ დავიცვათ ბავშვები სიგარეტისგან,  ალკოჰოლისგან და ნარკოტიკისგან

დიახ, დიახ, დიახ!

XXI საუკუნის საქართველოში მოზარდები იზრდებიან ალკოჰოლთან, თამბაქოსთან და ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად. ისინი ჯერ კიდევ მაშინ მოიხმარენ სიგარეტს, ალკოჰოლოსა და ნარკოტიკულ საშუალებებს, სანამ მიაღწევენ სრულწლოვანების ასაკს. შესაბამისად არ გაგიკვირდეთ თუ ერთ დღეს თქვენი არასრულწლოვანი შვილი სახლში ნასვამი დაბრუნდება ან საავადმყოფოდან შეგატყობინებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თქვენი შვილი მიიყვანა ალკოჰოლური ინტოქსიკაციით. არც ის გაგიკვირდეთ თუ მის ნივთებში აღმოაჩენთ თამბაქოს ღერებს, ქაღალდში შეხვეულ მომწოვანო-მოყავისფრო ფერის მასას - მარიხუანას და ფსიქოტროპული წამლის ტაბლეტებს, რადგან ეს უკანასკნელი დიდი პოპულარობით სარგებლობს მოზარდებში. ასეთ შემთხვევაში თქვენმა შვილმა შეიძლება თავი იმართლოს იმით, რომ მისი ყველა თანაკლასელი და მეგობარი ასე იქცევა და თქვენც დარწმუნდეთ ამაში, თუმცა ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება ამ შემთხვევაში საერთო ჭირი ბედნიერება არ გახლავთ. ვინაიდან თქვენი შვილის მეგობრებიც ანალოგიურად იქცევიან ამის გამო არ უნდა იფიქროთ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და საგანგაშო არაფერია. პირიქით, არასრულწლოვნის მიერ, რომლის ორგანიზმს განვითარება ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, სიგარეტის, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება გაცილებით უფრო მძიმე შედეგებს იწვევს ვიდრე ზრდასრულ ადამიანში. ამან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ფიზიკური (ჯანმრთელობის), ისე მენტალური (გონებრივი) პრობლემები. შესაბამისად ეს ფაქტი საგანგაშოა და დროულ რეაგირებას მოითხოვს. არასრულწლოვანი უნდა გადავაჩვიოთ ამ მავნე ჩვევას სანამ ის დამოკიდებული გახდება და მისი მოხმარება ცხოვრების წესად ექცევა.

როდესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენი მოზარდი შვილი სიგარეტის, ალკოჰოლისა ან ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელია, პრობლემის მოგვარებისა და შემდგომში თავიდან აცილების მიზნით საჭიროა არ დახუჭოთ თვალი, თუმცა არც პანიკაში ჩავარდეთ და არ იმოქმედოთ იმპულსურად. პირველი შეცდომა, რასაც ამ დროს მშობელი უშვებს, ეს არის ბავშვზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც რა თქმა უნდა არაა სწორი, ამავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულიცაა და უარეს შედეგს გამოიწვევს.

პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ მისი გარემოცვა და დავადგინოთ ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზები. არასრულწლოვნის მიერ სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარება შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ოჯახურმა მდგომარეობამ, ასევე მეგობრებმა და გარშემომყოფებმა. ძირითად შემთხვევაში ალკოჰოლს და ნარკოტიკებს არასრულწლოვანი ეჩვევა მაშინ, როდესაც მისი მშობლები თავად მოიხმარენ მის თვალწინ და ამავდროულად ასწავლიან თავიანთ შვილებს, ასმევენ სასმელს, აწევინებენ თამბაქოს და ა.შ. რის შემდეგაც შვილების მიერ ხდება მშობლების მიბაძვა. ხშირ შემთხვევაში მშობლები ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ტოვებენ და ვინაიდან ბავშვის ჰგონია, რომ ეს ნებადართულია, იწყებს დაუკითხავად მშობლების კუთვნილი თამბაქოს მოწევას ან სასმელის დალევას.

მავნე ჩვევების განვითარების მეორე და გავრცელებული მიზეზია ასევე მშობლების განქორწინება, მშობლების მიერ ძალადობა ან მძიმე სოციალური მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში ბავშვი თავს გრძნობს არასრულფასოვნად და მისთვის სიგარეტი, ნარკოტიკი და ალკოჰოლი არის ტკივილის გაქრობისა და დარდის გაქარწყლების ყველაზე მარტივი გზა. ხშირ შემთხვევაში კი თქვენი შვილის მეგობრებისგან ხდება მისი წაქეზება და დაყოლიება იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი, სიგარეტი და ნარკოტიკი კარგია. თქვენი შვილის გარშემომყოფები მოიხმარენ თამბაქოს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს და თქვენი შვილიც ვალდებული ხდება მოიქცეს მათ მსგავსად, რათა დაიმკვიდროს თავი მათ შორის და არ იგრძნოს თავი გარიყულად.

რომელიმე მავნე ჩვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენს შვილთან მეგობრული და მზრუნველობითი საუბრით გაარკვიეთ ზუსტად საიდანაა გამოწვეული აღნიშნული მავნე ჩვევა და მასთან ბრძოლა დაიწყეთ პრობლემების იდენთიფიკაციით. პრობლების აღმოჩენის შემდეგ კი იმოქმედეთ შესაბამისად. კერძოდ შეწყვიტეთ თქვენს შვილზე ძალადობა, გამოავლინეთ მის მიმართ სითბო, მზრუნველობა და მეტი ყურადღება. დაარწმუნეთ, რომ მშობლების განქორწინება არაა ტრაგედია და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო მძიმე სოციალური მდგომაროება მისი დავიწყებით არ მოგვარდება. აკონტროლეთ მისი ფინანსები და დარწმუნდით იმაში, რომ მისთვის მიცემულ თანხას დანიშნულებისამებრ ხარჯავს. თუ თქვენი შვილი სწავლისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენს, შეეცადეთ ის დააკავოთ სხვა საქმით, მაგალითად სპორტით ან ხელოვნებით, სადაც ის გაიჩენს სხვა თანამოაზრე მეგობრებს და მათთან თავის დამკვიდრების მიზნით არ დასჭირდება ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება. თუ თქვენ ვერ შეძლებთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, დახმარება სთხოვეთ თქვენი შვილის ნდობით აღჭურვილ პირებს ან მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს.

1
106
2-ს მოსწონს
ავტორი:დიახ დიახ დიახ
დიახ დიახ დიახ
106
  
2018, 19 თებერვალი, 23:16
ძალიან სასარგებლო რჩევებია, დიდი მადლობა
0 1 1