x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
„გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა“ - პატიმრის სკანდალური ზარი ციხიდან
image


„გიორგი სანაია #1 ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა“. ამის შესახებ პოსკრიპტუმისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში პატიმარმა კოტე ციხისთავმა განაცხადა.


ტელეკომპანია რუსთავი2-მა სანაიას მკვლელობის ახალი გარემოებების შესახებ რეპორტაჟის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პატიმარმა ციხისთავმა რუსთავი2-ში დარეკა და კონკრეტული გვარები დაასახელა.


მისი თქმით, ჟურნალისტის მკვლელობა ხელისუფლებამ დაგეგმა, წინასწარ მიმდინარეობდა ჟურნალისტზე თვალთვალიც.



მოკლული ჟურნალისტის ძმა, ვახო სანაია მიიჩნევს, რომ ახალი დეტალებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მისი თქმით, ისეთი ფაქტები დასახელდა, პროკურატურამ საქმის ძიება ხელახლა უნდა დაიწყოს.

0
948
5-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
948
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0