x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
კარლ როჯერსის თეორია

image
კარლ როჯერსი ცნობილი ამერიკელი ჰუმანისტი ფსიქოლოგია. მისი თეორიის ცენტრალური ცნებაა თვითაქტუალიზაცია. როჯერსის აზრით, ადამიანის ქცევას მართავს თვითაქტუალიზაცის ტენდენცია, ეს არის ზრდის პროცესი, რომელიც საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რეალიზაციას გულისხმობს. ჰუმანისტური თეორიის მიხედვით, ადამიანები არსებითად კარგი და კეთილი არსებები არიან, თუმცა ისინი ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთი კეთილი ბუნების გამომჟღავნებას. ამაში მათ გარემო პირობები, საზოგადოება და სხვა ადამიანების დამოკიდებულება უშლით ხელს. როჯერსის აზრით, იმისათვის, რომ ადამიანები პიროვნულად გაიზარდონ, შემდეგი სამი პირობაა მნიშვნელოვანი: გულწრფელობა, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ემპათია.image

ადამიანები ხელს უწყობენ ჩვენს პიროვნულ ზრდას ჩვენდამი გულწრფელი და გულღია დამოკიდებულებით. პირადი გრძნობების, შეხედულებების, მიზნების, შიშებისა და ოცნებების გულახდილი გაზიარებით. ასევე ადამიანები ხელს უწყობენ ჩვენს ზრდა-განვითარებას კეთილგანწობილი დამოკიდებულებითაც. ადამიანებს ბავშვობიდანვე სჭირდებათ სხვა ადამიანების მოწონება. მშობლების, მასწავლებლების და სხვა ადამიანების შეფასება გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე. როცა სხვა ადამიანის შეფასება ემთხვევა ბავშვის თვითშეფასებასა და თვითაღქმას, მას უყალიბდება პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. აუცილებელია ბავშვმა იცოდეს, რომ იგი უპირობოდ უყვართ, ანუ მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს, იგი მაინც ეყვარებათ. მაგალითად, თუ ბავშვი ცუდად მოიქცევა, მშობლებმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ იგი ცუდად მოიქცა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას, რომ იგი ცუდი ბავშვია. ამგვარ დამოკიდებულებას როჯერსი, უპირობო დადებით განწყობას უწოდებს და იგი ადამიანს მთელი ცხვორების განმავლობაში სჭირდება.

თვითაქტუალიზაციისთვის და განვითარებისთვის საჭიროა ემპათიაც, როცა ადამიანს უსმენენ და განიცდიან მასთან ერთად, ისინი სწავლობენ თავიანთი განცდების უკეთ აღქმასა და სწორად გაგებას.

0
234
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0