x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მან იცოდა, რომ კვდებოდა და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა...
image

image

ბეილი — ძალიან გულადი 9 წლის ბიჭი იყო, რომელმაც იცოდა, რომ კვდებოდა, მაგრამ მიზანი დაისახა და შეასრულა...

მას სიმსივნე ჰქონდა, რომელიც მთელ სხეულს თანდათანობით ედება. ბეილი დროზე ადრე გაიზარდა და ნამდვილ ბრძენ-კაცად იქცა.image

image

image

ის იბრძვოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა, რომ თავის უმცროს დას შეხვედროდა… პატარა მოლი მაშინ დაიბადა, როდესაც ბეილის, სიცოცხლის სულ რამდენიმე დღეღა ჰქონდა დარჩენილი.

პატარა ბიჭი 15 თვე ებრძვოდა სიმსივნეს. ის საავადმყოფოში ვირუსული ინფექციით მოათავსეს, მაგრამ ყველაფერი უფრო რთულად აღმოჩნდა... მას არაჰოჯკინის ლიმფომა აღმოაჩნდა, – სიმსივნე, რომელიც სწრაფად ედებოდა მის ორგანიზმს.imageimage

image

«იმ დღეს, მას საშინელი ტკივილები ჰქონდა. ჩვენ ვირუსი გვეგონა, ან რამე, მისი მსგავსი… როდესაც მან ტკივილისგან ტირილი დაიწყო, საავადმყოფოში წავიყვანეთ. შემდეგ — ყველაფერი ნისლშია…», — იხსენებს მამა.

ბავშვს სასწრაფოდ მკურნალუბის კურსი დაუნიშნეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბეილი სკოლასაც კი დაუბრუნდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა და ექიმების თქმით, ის სრულად გამოჯანმრთელდებოდა.

მაგრამ, მორიგ კვლებაზე, ექიმებმა ტომოგრამაზე დაინახეს, რომ სიმსივნე ბრუნდებოდა და ისევ ქიმიური თერაპია დაუნიშნეს.imageimage

image

სიმსივნემ უკან დაიხია. მაგრამ, შემდეგ ისევ გამოჩნდა. მკურნალობა ისევ ქიმიით დაიწყო და მესამე კურსის ჩატარების შემდეგ, ექიმმა მშობლებს უთხრა, რომ სიმსივნე ყოველი კურსის შემდეგ ისევ ბრუნდება და თუ ამ აგრესიული კურსის შემდეგ, ის არ გაქრება, უკვე ვეღარაფრის გაკეთებას შეძლებდნენ.

გავიდა დრო და საკონტროლი გამოკვლევაზე მისულ ბეილის, უკვე სიმსივნის IV სტადია ჰქონდა. ყველა მიხვდა, რომ ეს დასასრული იყო...

«ის ყველაფერს მიხვდა. მე ვიგრძენი მისი განცდები და დავინახე, თუ როგორ იტანჯებოდა თავისი მდგომარეობის გამო», — იხსენებს ბეილის დედა.

ყველაფრის მიუხედავად, ბეილი არ გატყდა. მან მიზნად თავის უმცროს დასთან შეხვედრა დაისახა (მისი დედა, იმ დროს, ფეხმძიმედ იყო) და ეს აზრი ამხნევებდა ბავშვს. მას არ უნდოდა, ამ ქვეყნიდან, დის უნახავად წასვლა.

პატარას დაბადების მოლოდინში, ბიჭი თითქმის მთელს დროს საავადმყოფოში ატარებდა. მან დისთვის სახელიც შეარჩია – მოლი. imageimage

image

და ბეილი მოესწრო მოლის დაბადებას. ის ახალშობილს უვლიდა კიდეც — უცვლიდა საფენებს, უმღეროდა, აძინებდა… ის ყველაფერს აკეთებდა, რასაც ჩვეულებრივ, მოსიყვარულე ძმები აკეთებენ მათზე უმცროსი და-ძმისთვის.

მაგრამ, ავადმყოფობა თავისას შვრებოდა. ბეილი სულ უფრო ცუდად ხდებოდა და თითქმის ვეღარ იძინებდა.

«მე დის ნახვა მინდოდა და ვნახე ის. ახლა შემიძლია მშვიდად წავიდე... დედა მეუბნება, რომ იქ არ არის ტკივილი და ტანჯვა, რომ იქ მე დავისვენებ», — თქვა ბეილიმ.

ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მისთვის ტკივილი შეემსუბუქებინათ. როდესაც სიმსივნე თავის ტვინს მოედო, ბავშვი საავადმყფოში გადაიყვანეს.

ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ბავშვი კვდებოდა. მშობლებმა მის საწოლთან რამდენიმე საათი გაატარეს. ბეილი ტკივილგამაყუჩებლებზე იყო, მაგრამ ეტყობოდა, რომ იტანჯებოდა... დედამ ის გულში ჩაიკრა და უთხრა: «ბეილი, მორჩა… გეყოფა... შეჩერდი» და ამის შემდეგ, სულ მალე, ის მართლაც შეჩერდა. მან უბრალოდ და მშვიდად, სუნთქვა შეწყვიტა.

მასთან გამოსამშვიდობებლად მისულმა მეგობრები და ოჯახის წევრებმა სუპერგმირების ფორმები ჩაიცვეს. მათი აზრით, ეს ფერადოვანი მსვლელობა პატარა ბეილის ნამდვილად მოეწონებოდა.imageimage


image

«ბეილიმ მითხრა, რომ დასამშვიდობებლად და ტირილისთვის, მხოლოდ 20 წუთი ჰქონდა. ხოლო შემდეგ, მოლისთვის და რაილისთვის (მისი უმცროსი ძმა) უნდა მიმეხედა», — იხსენებს დედა.

ბეილი საუკეთესო უფროსი ძმა იყო, ნამდვილად!

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ხანდაზმულობა – გარდაუვალია. ხოლო, გაზრდა – შერჩევითი

სასაფლაო, რომელმაც ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა

მეეზოვემ ნაგავში გადაგდებული 30 ბავშვი გადაარჩინა

1
319
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
319
  
2018, 23 თებერვალი, 0:09
:( ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ..
0 1 1