x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელში მინები ჩაამსხვრიეს

image


დღეს გამთენიისას, დაახლოებით დილის 5 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად “პირველი არხი” ავრცელებს.


მათი ცნობით, დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1997 და 1998 წლებში დაბადებული ორი პირი. მათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.

0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0