x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის განცხადება
image


სამოაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"–ი "ევროპული საქართველოს" განცხადებას ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით სცემს პასუხს.


"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" განცხადებას ეხმაურება.


NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შედეგი იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის.



PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა – ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც.


აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები.


რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმაში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება. (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით.


დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადების გავრცელება.


საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოს" და მის ცალკეულ ლედერებს და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალსიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის." – ნათქვამის სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის განცხადებაში.



0
136
2-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0