x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სალმონელა გუდის ყველში
დღეს ჯანმრთელი კვება ხშირ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს, რადგან საკვები პროდუქტების უმეტესობა არაა სუფთა და ნატურალური. უმრავლესობას გვსმენია სხვადასხვა პათოგენური მოკროორგანიზმების შესახებ, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს აზიანებს. ერთ-ერთი გახლავთ სალმონელას ბაქტერია.

სალმონელები ენტერობაქტერიების ოჯახის გრამ-უარყოფითი ჩხირებია. სალმონელები მდგრადია გამოშრობის მიმართ: ხბოს გამომშრალ ნაკელში სალმონელა ძლებს 185 დღე, ზრდასრული ძროხის გამომშრალ ნაკელში - 4 წლამდე, თაგვისაში კი - 1 წლამდე. სხვადასხვა ნიადაგში სალმონელა ცოცხალი რჩება რამდენიმე კვირიდან 97 თვემდე, ღია წყალსატევებში - 15-120 დღემდე, ზღვის წყალში - 15-17 დღე, მინერალურ წყალში კი - 2 თვემდე. წყლის ქლორირება დაახლოებით 6-ჯერ ამცირებს წყლის სალმონელათი დაბინძურებას.

სალმონელების შენახვისა და გამრავლებისთვის საკვები პროდუქტები საუკეთესო არეა. სალმონელები დიდხანს ცოცხლობენ კარაქში (დაახლოებით, 200 დღე), რძეში (4-9 საათიდან რამდენიმე თვემდე), გაყინულ ხორცში (6-13 თვე), ძეხვში (12 დღიდან 6 თვემდე), კვერცხში (222 დღემდე), კვერცხის ფხვნილში (9 თვე), პურში (1-15 დღე), ბოსტნეულში, ხილში, კენკრაში (16 დღე)..

არსებობს თუ არა სალმონელას ბაქტერია გუდის ყველში?


გუდის ყველის დამზადების ტექნოლოგია, მეტ-ნაკლებად, ბევრისთვისაა ცნობილი. სალმონელა რძეში შეიძლება მოხვდეს ცხვრის ცურიდან ან სხვა საშუალებით, თუმცა, იმის გამო, რომ გუდის ყველის შენახვისათვის იყენებენ დიდი რაოდენობის მარილს, სალმონელას არ შეუძლია ზედმეტად დამარილებულ პირობებში არსებობა და გადარჩენა.სალმონელას მიკროსკოპული გამოსახულება

0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი-ბაჭია
ლურჯი-ბაჭია
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0