x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მეამბოხე ქალები -ანუ ,,დაპატიმრებულია საცურაო კოსტიუმით პოზირებისთვის"
სქესთა შორის იმ თანასწორობის მისაღწევად, რაც დღეს ცივილიზებულ ქვეყნებშია, ბევრი ვერც კი წარმოიდგენს რამხელა ბრძოლის გადატანა მოუხდათ ქალებს ამის მისაღწევად, თითქოს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ ქალებს ბევრ საზოგადოებრივ აქტივობაშიც კი არ შეეძლოთ მონაწილების მიღება, ზოგიერთი პროფესია და სფერო კი მათთვის დახურული იყო. წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომელზეც ის ისტორიული ფაქტება აღბეჭდილი, როცა ქალების თამამმა ნაბიჯმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია:


ქეთრინ შვიტცერი-პირველი ქალი, რომელმაც ბოსტონის მარათონში მიიღო მონაწილეობა, 5 წლით ადრე იქამდე, სანამ ქალებს ოფიციალურად დართავდნენ მარათონში მონაწილეობის უფლებას. ფოტოზე ჩანს თუ როგორ ცდილობენ ერთერთი მონაწილე და ორგანიზატორი ქეთრინის გაყვანას ტრასიდან ძალის გამოყენებით. 1967წელი.

image



ინგლისელი სუპერმოდელი ჯინ შრიმპტონი მელბურნში დოღზე მოკლე კაბით გამოცხადდა და სტუმრებში სენსაცია მოახდინა. 1965 წელი.


image


გოგონები მინი-კაბებში, ქეიპტაუნი, 1965 წელი. საზოგადოების რეაქცია ფოტოზეც ჩანს.

image



მოდ ვაგნერი-პირველი ქალი აშშ-ში, რომელმაც არა მხოლოდ გაბედა ტატუს გაკეთება, არამედ თავის პროფესიადაც კი აქცია ეს საქმიანობა, 1907 წელი.

image



ბრიტანელი ქალები, რომლებიც არჩევნებში ხმის უფლებისთვის იბრძვიან.ლონდონი, 1906 წელი.

image



1966 წელს ივ სენ-ლორენმა ქალის გარდერობში ფრიად კაცური ელემენტი-სმოკინგი შეიტანა. მის ცნობილ მანეკენებს კი ამ კოსტიუმით რესტორნებში არ უშვებდნენ, რადგან გამომწვევად და პროვოკაციულად თვლიდნენ ასეთ ჩაცმულობას.

image



ანეტ კელერმანი-პროფესიონალი მოცურავე, მსახიობი და მწერალი, რომელიც საცურაო კოსტიუმით პოზირების გამო დააპატიმრეს, უღირსი ქმედების ბრალდებით. 1907 წელი.

image



ქალებს ღია საცურაო კოსტიუმებისა და ფეხების გაშიშვლებისთვის აპატიმრებენ. ჩიკაგო, 1922 წელი.

image



ელიზაბეტ ეკფორდი-შავკანიანი გოგონა, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ სკოლებში ბავშვების რასობრივი სეგრეგაციის უკანონოდ გამოცხადების შემდეგ თეთრების სკოლაში მიდის, დამცინავი და აგრესიული შეძახილების თანხლებით. 1957 წელი.

image



ბილი ჯინ კინგი-ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი, რეკორდსმენი უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებების რიცხვით და ჩოგბურთში ქალებსა და კაცებს შორის თანაბარი უფლებების დამამკვიდრებელი.

image



მარია-ტერეზა დე ფილიპისი-იტალიელი მრბოლელი, პირველი ქალი, რომელიც ფორმულა-1-ის პილოტი გახდა.

image



ჰედი ლამარი-ამერიკელი კინომსახიობი და გამომგონებელი, რომელმაც ლამაზ ქალზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპი დაამსხვრია. სწორედ მისი გამოგონების წყალობით ვსარგებლობთ დღეს ფიჭური კავშირგაბმულობით.

image



როზა პარკსი-დააპატიმრეს იმის გამო, რომ უარი თქვა ავტობუსში უკან -ზანგების ადგილას გადასულიყო და თეთრების ადგილი დაიკავა.ალაბამა.1956 წელი.

image



მერი კუანტი-დიზაინერი, რომელმაც მოდის სამყაროში რევოლუცია მოახდინა და ქალებს მინი-ქვედაბოლო შესთავაზა.

image



პოლ პუარე -მართალია კაცია, მაგრამ ამ სიაში ადგილი ნამდვილად ეკუთვნის, ამ ფრანგი მოდელიორის დამსახურებაა სწორედ, რომ ქალები კორსეტისგან გათავისუფლდნენ.

image



სკოლის მოსწავლეები სახლში გაუშვეს ტანსაცმლის გამოსაცვლელად, რადგან მომდგარი შარვალი, შორტი და ბრიჯები აკრძალული იყო. დასავლეთ ბერლინი, 1953 წელი.

image

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0