x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შეხვდებიან ახალ წელს შიდა ქართლში?
image

ახალი 2018 წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება და საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქში საახალწლო სამზადისია. გამონაკლისს არც შიდა ქართლი წარმოადგენს, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებებისა და მოწყობისათვის ტენდერები უკვე გამოცხადდა.

რეგიონის ცენტრში, ქალაქ გორში ჯერჯერობით არ დგას ნაძვის ხე, თუმცა საახალწლოდ ცენტრალური მოედნისა და ქუჩების მოწყობა მომავალ კვირას იგეგმება.28-29-30 დეკემბერს გორში საახალწლო ბაზრობის გამრთვა იგეგმება, ახალი წლის ღამეს კი – გრანდიოზული კონცერტი.ეზოების საახალწლო მორთულობაზე გორის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, რომლის თანახმადაც პირველ ადგილზე გასული ორგანიზაცია ან კერძო პირი 500 ლარით დაჯილდოვდება, მეორეზე-300 ლარით, მესამეზე კი–200-ით.

ხაშურის მერის, გიორგი გურასპაშვილის განცხადებით კი, ქალაქები ხაშური და სურამი ტრადიციულად მოირთვება.გამოყენებული იქნება ძველი და ახალი განათებები, 31 დეკემბერს კი კონცერტი იგეგმება, რომლილსთვისაც 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.


ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის ცნობით, ქარელის ქუჩების მორთვა-განათება დასრულებულია.ახალი წლის ღამეს კი კონცერტები და სპექტაკლები იგეგმება.მერია ახალ წელთან დაკავშირებით გაჭირვებულ მოსახლეობას ესტუმრება და სადღესასწაულო ნობათს მიართმევს.

საახალწლო სამზადისი დაწყებულია კასპის რაიონშიც.

image

p.s. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2018 წელი!


საინტერესო სტატიები:

1.შევხვდებით თუ არა ახალ წელს თოვლით?


2.როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში?


3.ცხოვრება გორის ომგამოვლილ სოფლებში (ინტერვიუ მოსახლეობასთან +ფოტოები)


4.ისევ ემუქრება თუ არა გორის რაიონს დატბორვის საშიშროება?


5.გზა ცხინვალისკენ – ომგამოვლილი სოფლები და დევნილები


6.ქალაქი გორი და სტალინი


7.10 ცნობილი ქართველი, რომელიც გორში დაიბადა

0
96
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0