x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდი რეაბილიტაციის გამო გადაიკეტა
image

იუსტიციის სახლთან მდებარე ახლადაგებული საფეხმავლო ხიდი მწყობრიდან გამოვიდა. ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ და ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო.


თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი დროებით გადაიკეტა.


„16 დეკემბერს, 00:00 სთ-დან - 17 დეკემბრის 23:00 საათამდე იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით შპს „კაპიტელი“ ახორციელებს", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.



თბილისის მერია ბოდიშს იხდის შეფერხებისთვის.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0