x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ხულოში სკოლის მოსწავლის, კახეთში კი 40 წლამდე მამაკაცის ცხედრები იპოვეს

image

ხულოში 12-ე კლასის მოსწავლე გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე ადასტურებს. ისინი ვარაუდობენ, რომ მოზარდმა თავი მოიკლა. მისი ინფორმაციით ოჯახი ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანიდან რამდენიმე დღის წინ სოციალურ სახლში გადასახლდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ სუიციდის მიზეზი სოციალური სიდუხჭირე და მძიმე ეკონომიური მდგომარეობა გამხდარიყო.


ამას გარდა, 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს გუშინ გვიან ღამით, თელავში. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბინაში ქირით ცხოვრობდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.


ორივე შემთხვევაში შსს-მ საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0