x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რომელი წიგნების შეძენა შეგიძლიათ საახალწლოდ 50 ლარიანი ბიუჯეტით?


image

ადამიანთა უმეტესობას წინასაახალწლოდ მეტი თავისუფალი დრო უჩნდება და აქვს შესაძლებლობა ეს პერიოდი პროდუქტიულად სწორედ საინტერესო წიგნების კითხვით გაატაროს. ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი თავისუფალი დრო აქვთ ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომელთათვისაც საახალწლო არდადეგები იწყება. ახალი წელი მოდის და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევის თემაც უკვე აქტუალურია. თითოეული ადამიანის გემოვნების გათვალისწინებით საჩუქრის შერჩევა ნამდვილად რთული საკითხია, მაგრამ ამ დილემას ბევრად გავიადვილებთ თუ საჩუქრებად წიგნებს შევარჩევთ, რადგან წიგნი ნამდვილად უნივერსალური და საუკეთესო საჩუქარია.
თუ წიგნების შეძენა გსურთ თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის ან თუნდაც საჩუქრად საყვარელი ადამიანებისთვის, ეხლა ამისთვის ნამდვილად საუკეთესო პერიოდია. საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" 10 დეკემბრიდან თავის ერთგულ მომხმარებელს წიგნებზე 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საინტერესო წიგნები მოვიმარაგოთ ჩვენთვისაც და საყვარელი ადამიანებისთვისაც.

ხშირად წინასაახალწლოდ ბიუჯეტი შეზღუდული გვაქვს, გამომდინარე იმ ხარჯებიდან, რასაც ეს სადღესასწაულო პერიოდი უკავშირდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ სასურველი წიგნების შერჩევის პროცესი გაგიადვილოთ და გირჩიოთ რომელი წიგნების შეძენას მოახერხებთ წინასაახალწლოდ "ბიბლუსის" ქსელში 50 ლარიანი ბიუჯეტით. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი რჩევებია და თქვენ თავადაც შეგიძლიათ თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით წიგნების სასურველი კომბინაციების შექმნა და შეძენა.

I ვერსია
1. "ღირსება" - ელიფ შაფაქი
2. "დაშლა" - დავით გაბუნია
3. "ბიჭი ზოლიან პიჟამაში" - ჯონ ბოინი
4. "ნასესხები სიცოცხლე" - ერიხ მარია რემარკი
5. ჩემი პირველი სიტყვები
6. "ობობას გამოჩენა" - ჯეიმზ პეტერსონი
7. "ელისი საოცრებათა ქვეყნაში" -დისნეი



II ვერსია
1. "ბერლინი ალექსანდერპლატცი" - ალფრედ დობლინი
2. "ჰობიტი" - ტოლკინი
3. "მრუდე სახლი და აღარავინ დარჩა" - აგატა კრისტი
4. "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე" - ფრედერიკ ბეგბედერი
5. "წყლის ფორმა" - ანდრეა კამილერი
6. "შიკრიკი" - ლუის ლოური



III ვერსია
1. "ბუნებრივები" - ჯენიფერ ლინ ბარნსი
2. "რუხ ჩრდილებს შორის" - რუტა სეპეტისი
3. "ოცნება თამაშგარე მდგომარეობაში" - ბერელო & მორალი
4. "უკანასკნელი მოჰიკანი" - ჯეიმს კუპერი
5. "ის კვლავ აქ არის" - ტიმურ ვერმესი
6. ასფურცელა ჯადოსნური ზღაპრები - ხმოვანი წიგნი


ჩვენ მიერ შემოთავაზებულ კომბინაციებში სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მქონე ადამიანების ინტერესებია გათვალისწინებული, რაც, იმედი გვაქვს, წიგნების შერჩევის პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.

0
48
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0