x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„რამდენიმე ახალგაზრდამ, 2003 წლისთვის რომ ჯერ 10 წლისაც არ იყო, მოუწოდა ხალხს ვარდების მოედანზე მისვლისკენ"
imageქართველი ბასისტი 1997 წლიდან რამაზ ხატიაშვილი „ხმაური გამარჯვებისთვის" მიერ ჩატარებულ აქციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და საკუთარ აზრს გამოთქვამს.


„გუშინ რამდენიმე ახალგაზრდამ, 2003 წლისთვის რომ ჯერ 10 წლისაც არ იყო, მოუწოდა ხალხს ვარდების მოედანზე მისვლისკენ, რათა ’ნულოვანი ტოლერანტობის სამარცხვინო პრაქტიკა’ საბოლოოდ დაესამარებინათ.


მე მესმის მათი. ისინი გაიზარდნენ ამ ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქაში და არ გამოუცდიათ ის, რაც მათზე უფროსებმა ვიცით და გამოგვივლია. კონკრეტულად თითს ვერავის დავადებ, ბუნებრივია, მაგრამ ბევრი მათგანი სწორედ ამ ’სამარცხვინო პრაქტიკას’ უნდა უმადლოდეს, რომ ჯანმრთელი და სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდაა დღეს.


მე ყველა დროში მიცხოვრია, დაწყებული ბრეჟნევიდან. სრულწლოვნობას გორბაჩოვის დროს მივაღწიე. 2003 კიდე წლისთვის ჩემ უბანში ისე ვერ გაივლიდი, 10-12 ზანტად მოძრავი, გაძვალტყავებული ახალგაზრდა რომ არ შეგხვედროდა ქუჩაში. მათმა 90%-მა 30 წელს ვერ მიაღწია. ეს მხოლოდ ნარკომანიას რაც შეეხება და კრიმინოგენულ სიტუაციაზე ვინმე სხვამ გიამბოთ.



უნდა შეწყდეს ეს ნულოვანი ტოლერანტობა თუ გაგრძელდეს კიდევ, ეს დავის საგანია, მაგრამ დღეს რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის განხილვამდე და მარიხუანის დეკრიმინალიზაციამდე მივედით, ეს სწორედ იმ ნულოვანი ტოლერანტობის დამსახურებაა.


და ზემოთნახსენები თაობის კიდე, ძირითადად რო ჯანმრთელი და სიცოცხლის აღსავსეები არიან და საზოგადოება განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს."image

0
58
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0