x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

image

ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე 13 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, მსოფლიო ბანი გამოძიების კითხვებს “იავნანას” ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით უპასუხებს. ბურჭულაძის ოჯახის წევრებს დაკითხვის უწყება დღეს ჩაბარდათ. ჯერჯერობით უცნობია გამოცხადდება თუ არა ბურჭულაძე საგამოძიებო უწყებაში.
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ ბურჭულაძის მიერ დაჯილდოვებული ხელმოკლე და მრავალშვილიანი ოჯახები მოატყუეს.
პროკურატურაში თქვეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.
0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0