x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ხელთუქმნელი სილამაზე – ბუნების მიერ შექმნილი თაღები. მეორე ნაწილი
მილიონი წლის განმავლობაში ქარი, წყალი და მზე მუდმივად შრომობდნენ ამ არქიტექტურული შედევრების შესაქმნელად. თვითეული თაღი ჭეშმარიტად უნიკალურია და იმსახურებს ბუნების სილამაზის ყველა მოყვარულის ყურადღებას.

ლაზურის ფანჯარა, მალტა


image

მალტის ლამაზ კუნძულ გოცოსაც აქვს თავისი სიმბოლო – ბუნებრივი თაღი ლაზურის ფანჯარა. იგი ზღვაში ღრმად შეჭრილ კირქვის კლდეში ჩამოყალიბდა, სახელწოდება სანაპირო წყლების განსაკუთრებული ლაზურული ფერის გამო მიიღო.


აქაური სანაპირო წყალქვეშა ცურვის მოყვარულთა საყვარელი ადგილია. მაგრამ თაღთან ახლოს ცურვა სახიფათოა. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ თაღი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს.

თაღის სიმაღლე 50 მეტრია. 2012 წელს ერთერთ საყრდენ კლდეს დიდი ნაწილი ჩამოტყდა, რითაც კონსტრუქცია კიდევ უფრო მყიფე გახდა. დღეისთვის ტურისტებისათვის არ არის რეკომენდირებული თაღთან მიახლოება, მაგრამ უსაფრთხო ადგილიდან დათვალიერებაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს იწვევს.


ნატიფი თაღი, აშშ

image

იუტას შტატში მდებარე საოცარ თაღებს შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კიდევ ერთი – ნატიფი თაღი. ქვიშაქვის თაღის სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია.

თაღი 1933 წელს სამეცნიერო ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს, მას შემდეგ იგი უამრავ მნახველებს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის ბევრი პროფესიონალი ფოტოგრაფია. 2000 წელს ფოტოგრაფმა მაიკლ ფატალიმ, ღამის გადაღებების დროს თაღის ქვეშ კოცონი დაანთო, რის შედეგად თაღის ქვედა ნაწილის ფერი შეიცვალა.ამის გამო მან 10 900 დოლარი ჯარიმა გადაიხადა.

ელ არკო კაბო–სან–ლუკას, მექსიკა

image

მექსიკური კურორტის კაბო–სან–ლუკასის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი თაღი, რომელიც ქალაქის ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. მისი დათვალიერება სხავადასხვა მხრიდან არის შესაძლებელი. ზუსტად თაღის ქვეშ პატარა ქვიშის პლაჟია.


შიპტონის თაღი, ჩინეთი


image


ჩინეთში, ალპინისტებისათვის პოპულარულ პროვინცია სინცზიანში შიპტონის თაღი მდებარეობს. სახელწოდება 1947 წელს, მისი აღმომჩენის, ალპინისტ ერიკ შიპტონის საპატივცემულოდ ეწოდა.


თაღი ალობა, ჩადი


image

ცენტრალურ აფრიკაში, საჰარის უდაბნოს შუაგულში მდებარე მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ცნობილ ბუნებრივი თაღს ყველაზე ნაკლებ მნახველი ჰყავს – ბევრს არ ეხალისება აფრიკაში ხანგრძლივი და დამღლელი მოგზაურობა. თაღის სიგრძე 77 მეტრია, სიმაღლე 120 მეტრი.


ლა პორტადა, ჩილე


image

პლანეტის ერთერთი ულამაზესი ბუნებრივი თაღი ჩილეს სანაპიროზე მდებარეობს. იგი ზღვაშია შეჭრილი და ყოველი მხრიდან წყლითაა გარშემორტყმული. თაღი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშაა. მისი სიგრძე 70 მეტრია, სიმაღლე კი 43 მეტრი.


პერსეს კლდე, კანადა


image

პერსეს კლდე კანადაში ყველაზე ცნობილი ბუნებრივი თაღია. მისი სიმაღლე და სიგანე თითქმის ერთმანეთის ტოლია და 90 მეტრს უტოლდება. თვითონ კლდე რომელშიც თაღია ამოჭრილი 433 მეტრი სიგრძისაა.

როგორც ამბობენ ადრე კლდეში ორი თაღი იყო, რომელთაგან უფრო პატარა 1845 წელს ჩამოიშალა. კლდესთან მრავალი ლამაზი ლეგენდაა დაკავშირებული პირატებსა და ახლომახლო დამალულ მათ განძეულობაზე.

სიანბიშანის მთა, ჩინეთი


image

სამხრეთ ჩინეთში მდებარეობს ცნობილი სიანბიშანის მთა, რომლის მთავარი თავისებურება ლამაზი ბუნებრივი თაღია. მთის სახელწოდება ითარგმნება როგორც "სპილოს ხორთუმი".

0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0