x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
TOP 5 ქართველი რეპერი

image

რატომ არ არის რეპი საქართველოში პოპულარული?რატომ უსმენს ყოველი მეორე ქართველი საქეიფო, დარდიმანდულ თუ რუსულ შანსონს?ან დასავლურ თუ ევროპულ ჰიპ ჰოპ არტისტებს რომელთა ტრეკების შინაარსზე წარმოდგენაც არაქვთ და მხოლოდ ბითს უქნევენ თავს.თითქოს ქვეყანა აშენებული გვქონდეს და ქეიფის, ჭამა-სმის, გულაობის მეტი საფიქრალი არ გვქონდეს, პასუხი მარტივია ქართველი შემსრულებლები ყოველთვის იმ პრობლემებზე მღერიან რომლის დანახვაც ხალხს არ უნდა, ყველა თვალს არიდებს, ბევრი მათ შემოქმედებაში თავის თავს ცნობს და ამიტომ გმობენ ქართულ რეპს.ქართულმა რეპმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, უკვე არსებობენ ისეთი არტისტები რომელთა ნამუშევარსაც თავისუფლად შევადარებდი საქვეყნოდ ცნობილ რეპერების ნაშრომებს, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, Top 5 რეპერს რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ ჟანრის განვითარებაში იმისდა მიუხედავად რო სტუდიები არ არის, რომ ხარისხიანი პროდუქტი ჩაიწეროს მაინც იქმნება ისეთი ნამუშევრები რომლებსაც არართხელ მოუსმენთ და არ მოგწყინდებათ.ამ ბიჯებმა უნდა შეძლონ და აუხილონ თვალი ხალხს, დაანახონ რო დროა შევიცვალოთ, მხოლოდ საკუთარ თავზე და ამ პრობლემებზე თვალის დახუჯვით ვერ განვითარდება ქვეყანა.ეს top 5 ჩემი ფავორიტი არტისტები არიან, ამათზე ვისაუბრებ რომ გაიცნოთ მათი შემოქმედება და მერე გადაწყვიტეთ გახდებით ქართული რეპის ფანი(ჩემსავით) თუ არა.image

FULA გიორგი შენგელია

ჩემი ფავორიტი შემსრულებელი, მისი ნამუშევრები სავსეა სოციუმით, ნარკომანია, ადამიანთა პრობლემები, შური, ძალადობა, სიყვარული.დიდი მომავალი აქვს გიორგის და წარმატებებს ვუსურვებ. არის ქსელი 56 წევრი, აქვს პოეზიის ძალიან დიდი ნიჭი, მისი ყოველი ახალი ტრეკის გამოსვლისას ჯერ like მერე ვუსმენთ.




image

SF-X ზაზა ნოზაძე

არტისტი, რომელიც ყველაზე მეტს მღერის სოციალურ პრობლემებზე, ნარკომანიაზე, ძალადობაზე და სხვა მრავალ პრობლემაზე რომელსაც მისი მოსმენისას გაიგებთ, ქსელი 56 წევრი, ხალხმა გაიცნო პროექტ ჩემი თბილისის დროს, უძლიერესი ტრეკით, რომელსაც ამ ეტაპზე 4.3 მილიონი ნახვა აქვს..მას შემდეგ ზაზა ვითარდება და კიდევ ბევრ ხარისხიან ნამუშევარს შემოგვთავაზებს.


image

RAS GREEN დათო პაქსაშვილი

ერთ-ერთი უნიჭიერესი შემსრულებელი, რომელიც ბილწსიტყვაობის გარეშე გადმოსცემს შინაგან სამყაროს, ძალიან განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, ბევრს მღერის სიკეთეზე, უფლის სიყვარულზე და ერთმანეთის გვერით დგომაზე, საზოგადოებამ გაიცნო პროექტ’’ცოდნა ფულია '’-ში გაიმარჯვებით.


image

3NEMY მიშიკო გუგავა

ენემის ხშირად ემინემის მიმბაძველობას აბრალებენ“ამაში ცუდი არც არაფერია ჩემი აზრით, ძალიან მაგარი ფრისტაილი, იუმორი და კრეატივით გაჯერებული ნამუშევრები. საზუგადოებამ გაიცნო X ფაქტორში გამოსვლით და PVP ბათლში მონაწილეობით. ჩაწერილი აქვს 3 ალბომი და კიდევ უფრო მეტს ველი მისგან. ამ რეპერს დიდი მომავალი აქვს.




image

TERIKA ირაკლი ქოჩიაშვილი


მძიმე წონითი კატეგორია, რეპერი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს, მღერის ნარკომანიაზე, ძალადობაზე, სოციალურ პრობლემებზე, პოლიცის აგრესიაზე ..არის სტუდია BAZA_ს წევრი, საზოგადოებამ გაიცნო სიმღერით სოციალური ნაგავი.. წარმატებები ვუსურვოთ თერიკას.






2
380
4-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი გუზიტაშვილი
გიორგი გუზიტაშვილი
380
  
2017, 24 ნოემბერი, 10:30
ბევრი იმსახურებს მაგრამ მე განსაკუთრებით ეს არტისტები გამოვყე,ყველას თავისი გემოვნება აქვს და გემონებაზე არ დაოებენ
2017, 24 ნოემბერი, 8:21
ten ten-ს აუცილებლად მოვახვედრებდი ხუთეულში.ისე კარგი სტატიაა
0 1 2