x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეც–ოპერაციის ჯგუფი შტურმს დაიწყებს- რა ვითარებაა ამჟამად
დღეს, 22 ნოემბრის გამთენისას, ქ. თბილისის ისნის რაიონში, ყოფილი ბოგდახმელნიცკის, ამჟამად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სავარაუდოდ 5 საათიდან მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია. სპეც–ოპერაციის მოტივი ტერორისტული დაჯგუფების წევრების დაკავებაა. ადგილზე მისულ სამრათალდამცავებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმს ეჭვმიტანილებმა ცეცხლი გაუხსნეს. საცხოვრებელი კორპუსის მე–3 სართულიდან, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ყუმბარებიც გადმოყარეს, რასაც მოყვა ცეცხლი და კორპუსის წინა ფასადის ნგრევა.


imageimage

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამართალდამცავების ასამდე ეკიპაჟი, ჯავშანტექნიკა და სპეციალური დანიშნულების დამხმარე გუნდის საკმაოდ დიდი რაოდენობა. თუმცა, სპეც–ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა, მისი გართულების მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია. თავის არეში დაჭრილია სპეც–დანიშნულების წარმომადგენელის მდგომარეობა, რომელიც საათნახევრის წინ გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, მძიმეა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც არ დასტურდება, ის ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა!


image



პერიმეტრი დაცულია. სპეც–ოპერაციის ტერიტორია სამრთალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული. ევაკუირებულია კორპუსის მოსახლეობის ნაწილი, თუმცა დანარჩენებს მოუწოდეს შინ დარჩენა და ფანჯრებს მოცილება. დაცულია თუ არა მოსახლეობის სრული უსაფრთხოება, ამაზე უწყებები კომენტარს არ აკეთებენ.


imageimage


სროლა და კვამლი კვლავ ისმის და ჩანს. სავარაუდოდ, შტურმს დაიწყებს სპეციალური ჯგუფი.


სოციალურ ქსელში მოსახლეობის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით არიან დაჭრილებიც, თუმცა ამაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ სპეციალური უწყებები. ჯანდაცვის სამინისტრო კი, რომელსაც უკვე 2 საათია ბრიფინგი აქვს გამართული, რომელსაც პრემიერ–მინისტრი და სხვა მინისტრები ესწრებიან, მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს.


ტერორისტობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ ორი პირია, ისინი არ არინ საქართველოს მოქალაქეები, არიან ჩეჩნები, რომლებიც აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 2 წლის მანძილზე ქირით ცხოვრობენ, თუმცა მეზობლები საეჭვოს ვერაფერს ამჩნევდნენ.


სპეც–ოპერაცია თითქმის 17 საათია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ადგილზე დამატებულია დამხმარე სპეც–დანიშნულების რაზმი და ალბათ დაიწყება შტურმი ეჭვმიტანილების ასაყვანად. გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია ერთი საპატრულოს თანამშრომელი და აყვანილია ერთი ეჭვმიტანილი.


image


5
41
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
41
  
2017, 23 ნოემბერი, 20:09
არანაირი დანაკარგი არ იქნებოდა მოქალაქეებში 2 ცეცხლმტყორცნიდან, რომ მოეხდინათ გასროლა აღნიშნულ ბინაში ფანჯრიდან.
ვანოც არ დაიღუპებოდა. :(((
2017, 23 ნოემბერი, 19:59
არ ახმაურებენ დეტალებს, თორემ კარგად იციან ვინ იყო და რატომ, გუჯა :( მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით უნდოდათ ყველაფერს დანაკარგის გარეშე ჩაევლო, მთელი დღე ვუსმენდი ყუმბარების და იარაღის სროლის ხმას :((( საშინელება ხდებოდა. ღმერთმა ქნას, რომ მსგავსი სხვა არარაფერი მოხდეს.
2017, 23 ნოემბერი, 19:53
2 კვირა თუ აკვირდებოდა სუსი რით ვერ დაადგინეს ვინ იყო ბინაში?
ვიცნობდი სულმნათ ვანოს ჩემი ნათლიის სახლში ვარ შენახვედრი. :(((
2017, 23 ნოემბერი, 19:48
ბინაში 2 ბავშვი იყო გუჯა და იყო ეჭვი მძევლებად არ ყოლოდათ ხალხი, თან მოსახლეობა იყო საკმაოდ დიდი, არ დაცლილა ბინები, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი გამოიყვანეს. მჭიდრო დასახლებაა ძალიან და მადლობა ღმერთს რომ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, გარდაცვლილი სპეც–დანიშნულების რაზმელი და გმირია. :(
2017, 23 ნოემბერი, 19:41
დილეტანტიზმის "დოღი" უფრო იყო ვიდრე სპეცოპერაცია.
ორი გასროლა ერთჯერადი ცეცხლმტყორცნიდან "შმელი" და ბინაში სულიერი არ დარჩებოდა ცოცხალი.
როცა მოლაპარაკება არ შედგა ეგრევე "შმელი" ესროლათ ფანჯრებისთვის და მორჩებოდა სპეცოპერაცია უდანაკარგოდ. :(((
0 1 5