x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რა არის უნივერსალური საჩუქარი ახალი წლისთვის?

ახალი წელი ტრადიციულად ახალ გეგმებთან, ახალ იდეებთან, ახალ საქმეებთან ასოცირდება. ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. ახალი წლის მთავარი მუხტი კი საახალწლო საჩუქარია. სწორედ საჩუქარი ატარებს იმ განსაკუთრებულ ემოციას და სიხარულს, რომელიც დიდსა და პატარას აერთიანებს.



image


წელს საახალწლო სამზადისი შედარებით ადრე დაიწყო და მაღაზიებში უკვე შეამჩნევთ გასაყიდად გამოტანილ საახალწლო ნივთებს. არაერთი ვიტრინაც უკვე სპეციალურად არის მორთული. აქტუალური ხდება კითხვაც: ვის რა ვაჩუქოთ ახალი წლის ღამეს? ეს მარტივი კითხვა ნამდვილად არაა. კარგად დაფიქრება სჭირდება იმას, თუ ვის რა ტიპის საჩუქარი გაახარებს და ხშირად ეს საკითხი რთულად დასაძლევ დილემადაც კი იქცევა ხოლმე.



image



თამთა, 29 წლის, ჟურნალისტი: ”ძალიან მიყვარს საახალწლო საჩუქრების გაკეთება. ამაზე ფიქრს დიდი ხნით ადრე ვიწყებ ხოლმე. ვაკვირდები ახლობლებს, მეგობრებს, ვის რა სჭირდება და ვინ რაზე ოცნებობს. ვცდილობ, ისეთი საჩუქარი გავუკეთო, რის ყიდვასაც ადამიანები საკუთარი თავისთვის ვერ ახერხებენ. მაგალითად, გასულ წელს ჩემს მეუღლეს საყვარელი ბრენდის სუნამო ვუყიდე, მეგობრებს კი წიგნები, რომლებიც ძალიან უნდოდათ. ჩემს პატარა შვილსაც საბავშვო წიგნები ვაჩუქე, რითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა.”



შოთა, 30 წლის, გაყიდვების მენეჯერი: ”ვცდილობ, საახალწლო საჩუქრებით ყველა ახლობელი ადამიანი გავანებივრო. მეუღლეს ძირითადად ხელნაკეთ ნივთებს ვჩუქნი ხოლმე, რომელიც სპეციალურად მისთვის არის შექმნილი. თუმცა, ის განსაკუთრებულად გაახარა შარშანდელმა საჩუქარმა. ეს იყო ერთ-ერთი ქართველი მწერლის ბესტსელერი წიგნი ავტორის ავტოგრაფით.“


ლია, 56 წლის, დიასახლისი: ”ზოგადად, საჩუქრების შერჩევა ძალიან მიჭირს. რადგან მე და ჩემს შვილებს განსხვავებული გემოვნება გვაქვს. ეს ალბათ ასაკობრივი სხვაობის ბრალია. ამიტომ ვფიქრობ, წელს მათ წლის ბესტსელერი წიგნები ვაჩუქო. ასე გარანტირებულად მეცოდინება, რომ ჩემი საჩუქრების ადრესატები ბედნიერები იქნებიან და მიღებული საჩუქრით ნამდვილად ისიამოვნებენ.”



image

როგორც ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების კომენტარებიდან ირკვევა წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია როგორც ახალი წლისთვის. სავარაუდოდ წიგნის, როგორც საჩუქრის, ასეთი უნივერსალურობა იმან გამოიწვია, რომ ის გაძლევს შესაძლებლობას ერთ ლოკაციაზე მისვლით სხვადასხვა გემოვნების ადამიანს მარტივად შეურჩიო ის, რაც იცი, რომ ნამდვილად მოეწონება.


არჩევანი თქვენზეა. ჩვენ კი გირჩევთ, უკვე დაიწყოთ მომზადება ახალი წლისთვის. ასე გაგიადვილდებათ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ისეთი საჩუქრების შერჩევა, რომლებიც მათ განსაკუთრებულად გაახარებს.



0
753
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0