x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
როდესაც შენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია
ალბათ ყველას ახსოვს ზღაპარი „პინოქიოდან“ ჯომინი კრიტეკი, პატარა კალია, რომელიც ასანთის ყუთში ცხოვრობდა და ხის კაცუნა პინოქიოს სინდისად „მუშაობდა“. ასეთივე დიდი ან პატარა კალია დაბადებიდან დაჰყვებათ ხორცისა და ძვლებისგან შემდარ ადამიანებს და სხვების პატივისცემისკენმოუწოდებს.



სწორედ ამ მიზეზით, ხშირად ადამიანები სხვის ნივთებს უფრო მეტი ყურადღებით ეპყრობიან, ვიდრე თავიანთ საკუთარს. ეს ბუნებრივიც არის, სხვა ადამიანი არ არის დამნაშავე შენს დაუდევრობაში. თითოეული მძღოლისთვის ნაცნობია გრძნობა, როდესაც შენი მიზეზით ხდება შეჯახება სხვა ავტომობილთან. ამ დროს საჭესთან მჯდომი ოცნებობს, სხვისი ავტომობილი რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს.



როდესაც მთლიანი თვის ბიუჯეტი გადანაწილებულია სხვადასხვა ხარჯებისთვის, როგორიცაა კომუნალური გადასახადები, კრედიტის დაფარვა ბანკში, საყოფაცხოვრებო ხარჯები და სხვა, ასეთ დროს მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა მოუმზადებელი ხვდება ამგვარ „სიურპრიზს“. ვითარება განსაკუთრებულად რთულდება, მაშინ როდესაც თითქოს ყველა სავალდებულო ხარჯი გაწეულია, ხელფასი კი უკვე დახარჯული. ასეთ დროს ახალი ფინანსური ვალდებულების აღმოჩენა საკმაოდ არასახარბიელო პირობებში გვაყენებს.თუმცა, მსგავსი შემთხვევები არც ისე იშვიათია და ადრე თუ გვიან თითოეული ჩვენგანი ეჯახება პირისპირ მოცემულობას. ჩვენ მხოლოდ დაზიანებული ავტომობილის მძღოლის ზნეობრივი ღირებულებების იმედად ვრჩებით. ხშირად გვხვდებიან არაკეთილსინდისიერი მოქალაქეებიც, რომლებიც სარგებლობენ სიტუაციით და თავიანთი ავტომობილის ადრე დაზიანებული ნაწილის აღდგენასაც მოითხოვენ, საწინააღმდეგოს დამტკიცება კი ძალზედ რთულია.



ცალკე განხილვის საგანია, დრო, მოლაპარაკებები, ხელოსნების კეთილსინდისიერება, რომლებმაც ასევე შეიძლება ისარგებლონ თქვენს წინაშე მდგარი პრობლემით და ამგვარ გამოუვალ სიტუაციაში რეალურ ღირებულებაზე ბევრად დიდი თანხა მოითხოვონ შეკეთებისთვის.




რა არჩევანის წინაშე ვდგებით ასეთ დროს? - ვისესხოთ თანხა, რაც ჩვენს მომავალი თვის ბიუჯეტს კიდევ უფრო დააზარალებს, ან ვიყოთ დაზღვეულები.



ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისში ავტომობილთა ჭარბი რაოდენობის გამო ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია იმისათვის, რომ მძღოლმა დაიცვას უსაფრთხოების ყველა ნორმა, რათა თავიდან აიცილოს სხვა ავტომობილთან შეჯახება. გზებზე ხშირია იმგვარი შემთხვევაც, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა უნებურად ხდება, ეს შეიძლება საავატომობილო გზების გაუმართავობის, არასწორად მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის და კიდევ სხვა უამრავი მსგავსი ფაქტორით იყოს გამოწვეული. როდესაც ჩვენი ბრალეულობა, იურიდიული თვალსაზრისით, გამოკვეთილია ვდგებით აუცილობლობის წინაშე ვიზრუნოთ სხვისი საკუთრების შეკეთებაზე. ხოლო ვითარება კიდევ უფრო მძიმდება თუ ავტომობილის გარდა, ზიანი მიადგება ადამიანების ჯანმრთელობასაც. ეს უკანასკნელი, პირველ რიგში საკმაოდ მძიმე მორალური ტრავმაა დამნაშავე მძღოლისთვის, გარდა ამისა ასანაზღაურებელია სამედიცინო ხარჯებიც, რაც ისედაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ მძღოლს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება.



თითოეულმა ავტომომხმარებელმა უკვე იცის, რომ შესაძლებელია ავტომობილის დაზღვევა, როდესაც შენი ავტომობილი დაზიანდება, ხოლო დამნაშავე არსად ჩანს, ამგვარი ხერხით ადვილად შეიძლება პრობლემის მოგვარება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ასევე შესაძლებელია ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა.



image



საავტომობილო გზებზე შექმნილი ვითარებიდან და შესაბამისად გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, მხოლოდ თქვენი ავტომობილის დაზღვევა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი ფინანსური სტაბილურობა საფრთხის წინაშე არ დადგეს. საჭიროა დაზღვეულები ვიყოთ იმგვარი გამოწვევებისგან, როგორიც არის დაზარალებული მძღოლის ზიანის ანაზღაურება, ეს იქნება ავტომობილის შეკეთება, სხვა ტიპის საკუთრება თუ სამედიცინო ხარჯები.



ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია, რომლის ყიდვაც უკვე 1 წელია ონლაინ, პორტალ mygpi.ge -ს საშუალებით არის შესაძლებელი.ის სწორედ ამგვარი რისკებისგან გვიცავს. ასეთ დროს ჩვენ აღარ გვიწევს დაზარალებულთან მოლაპარაკებების წარმოება, შემკეთებელ საამქროებში წასვლა, ხელოსნებთან მორიგება და სხვა მრავალი არასასიამოვნო პროცედურის გავლა, მითუმეტეს სასიამოვნოა როდესაც დამატებითი ფინანსური ხარჯების გაღება არ არის საჭირო, ამ ყველაფერს ჩვენ მაგივრად სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი აკეთებს.



რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაზღვევაში, რომელმაც ფინანსური ზარალისგან უნდა დაგვიცვას? რასაკვირველია დაზღვევის ღირებულება, ჩვენ მიერ უკვე ნახსენები GPI ჰოლდინგისსადაზღვევო პროდუქტის არჩევის შემთხვევაში ფასი 6 ლარს შეადგენს.ჩვენ მიერ განხილული შემოთავაზების უპირატესობა სხვა სადაზღვევო პროდუქტებთან შედარებით ის არის, რომ აღნიშნული მომსახურება არ არის კომბინირებული სხვა ძვირადღირებულ პაკეტებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მხოლოდ 6 ლარის გადახდით მივიღოთ ჩვენთვის სასურველი სერვისი. ანაზღაურების მინიმალური ლიმიტი 5000 ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმუმ 10 000 ლარის ზარალის ანაზღაურებაა შესაძლებელი. სანაცვლოდ, ასევე ჩვენს განკარგულებაშიაჯიპიაი ჰოლდინგის ავტოდაზღვევის ჯგუფის 24 საათიანი უფასო მომსახურება.



იქიდან გამომდინარე რომ სხვადსასხვა გარემოებების გამო ადამიანები ვერ ახერხებენ დამატებითი დროის გამოყოფას სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობებისთვის, იფისში მისასვლელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად, ამ სემთხვევაში GPI ჰოლდინგი საუკეთესო გამოსავალს გვთავაზობს. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, დისტანციურად, მხოლოდ შესაბამის ვებ გვერდზე - mygpi.ge გადასვლით. მხოლოდ ეს უკანასკნელია საკმარისი იმისთვის, რათა უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნოთ თავი საჭესთან და უსაფრთხოდ ვიმგზავროთ.


0
20
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0